პრობლემური პოსტები

სხვისთვის ცხოვრება

ფეისბუქზე ყველა ვართ. ვინც არ ვართ, ვერ ვართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა მიჩნდება იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც არ არიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულები. არადა, ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სწორედ ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, თავისთვის, და არა-ჩვენ. 554 ფრენდი მყავს. ჩემი ჩათვლით-555. ყველა თუ არა ნახევარი მაინც სრულ ისტერიკაში ვართ ჩავარდნილი: თაგები, ჩექ ინები, შეარები…… Continue reading სხვისთვის ცხოვრება

პრობლემური პოსტები

ბოლო დღეების ისტერია

By Gaga Chkheidze სულ ახლახან, თერთმეტის ნახევარზე სამი 20-22 წლის ბიჭი უმოწყალოდ ურტყამდა ახალგაზრდა ბიჭს მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესის ახლოს, როგორც თვითონ თქვეს, “სხვანაირი ქცევის” გამო. ჩემმა მეგობარმა მირზამ ძლივს გამობრდღვნა ხელიდან დასისხლიანებული. ქალებიც გამოვარდნილან მაღაზიებიდან დასახმარებლად და ვიღაც ღვთისნიერ (ამ სიტყვის დაწერა მეშინია უკვე) ტაქსისტს გაურიდებია იქაურობისთვის. რეციდივებია თუ მასობრივი შიზოფრენია დაიწყო? ეს სტატუსი… Continue reading ბოლო დღეების ისტერია

მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

Кризис среднего возраста: take or toss?

“ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებთ? ვინც უყურებთ ხომ კარგი, ვინც არა და მოკლედ გეტყვით, რომ დათო გოცირიძის ცხოვრებაში შუა ხნის ასაკის კრიზისმა დაისადგურა, რომელმაც თვალი კბილის ექიმზე დაადგმევინა და ათწლიანი მშვიდი ოჯახი უკანა პლანზე გადააწევინა. ეს არის პრობლემა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს. პრობლემა, თავისი არსით, ტრაგედია არაა. ტრაგედიად შეიძლება მისდამი მიდგომა და გადაჭრის გზა იქცეს. ასეა თუ… Continue reading Кризис среднего возраста: take or toss?

დასახარისხებელი პოსტები · პრობლემური პოსტები

განა რამდენს ვითხოვ?

მათხოვრებს სულ ვეხმარები. რა ცუდი სიტყვაა ისე მათხოვარი. ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ასე სჯობს. როდესაც ამ თხოვნით მოდიან, უარს ვერ ვეუბნები და განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მაქვს საფულეში, სულ ვაძლევ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პოსტით საკუთარ გულკეთილობას და ხელგაშლილობას სულაც არ ვუსვამ ხაზს. ასე იმიტომ უფრო ვიქცევი, რომ მერე საკუთარ სინდისთან მართალი ვიყო. ეგოიზმი.… Continue reading განა რამდენს ვითხოვ?

as it is · პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ხელოვნური სიხარული

გუშინ საღამოს პირველად ვიგრძენი, რომ მალე ახალი წელი მოვა და ყველანი ვალდებულები  ვიქნებით ბედნიერები ვიყოთ. უბრალოდ, მოვდიოდი სამსახურიდან სახლში და ამ განათებულ ვიტრინას წავაწყდი:  არ გიფიქრიათ რომ სავალდებულო დღესასწაულები თავზე მოხვეულია? სტერეოტიპებით დახუნძლულია? არ გიგრძვნიათ არაადეკვატური განწყობა? მე ხშირად. განსაკუთრებით, ახალ წელს. თითქოს მთელი საზოგადოება ჩაგძახის, რომ უნდა გერთო! უნდა გიხაროდეს! ბედნიერი უნდა იყო! რეალურად… Continue reading ხელოვნური სიხარული

პრობლემური პოსტები

-_-

აუ, იცით რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად? უცნაურსახელებიანი ადამიანების პირადობებს რომ ასკანერებენ და სოციალურ ქსელებზე დებენ; სივიში ჩასმულ სასაცილო ფოტოებს რომ გამოფენენ; სხვებზე რომ ღადაობენ :@  

პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ხელნაწერთა ღაღადი

ადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა. გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი,… Continue reading ხელნაწერთა ღაღადი

მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

სტერილურობის პრობლემა და დასაბალანსებელი სიუჟეტები

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე.  სტუდენტობის დროს გაზეთშიც ვწერდი, ტელევიზიასა და რადიოშიც ვცადე ბედი. მერე ვიფიქრე, რომ ჩემგან კარგი ჟურნალისტი ვერ დადგებოდა და ამ სფეროს საერთოდ შევეშვი. ახლა სხვა ფაკულტეტზე ვაგრძელებ სწავლას და რადიკალურად განსხვავებული გეგმები მაქვს, მაგრამ როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ტყუილად დავაკნინე საკუთარი ჟურნალისტური მონაცემები. გუშინ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ნოდარ… Continue reading სტერილურობის პრობლემა და დასაბალანსებელი სიუჟეტები

ერთი თვე · პრობლემური პოსტები

სუიციდი

გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე? ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ თემაზე არცერთხელ არ დაფიქრებულა. მთავარი არა ფაქტი, არამედ მისი რაოდენობაა. ამიტომ, კითხვა ასე უნდა დავსვათ: რამდენად ხშირად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე? რა მდგომარეობაა მსოფლიოში? რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იკლავენ ყველაზე ხშირად თავს? სუიციდის რაოდენობებზე ყველას იაპოანია  გვახსენდება. მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  მიერ გამოქვეყნებული სიაში კი ის  მეშვიდე ადგილზეა. ათეული… Continue reading სუიციდი

პრობლემური პოსტები

ნუ მალოდინებ!

მეხუთე კლასში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ნინო კირვალიძე გვასწავლიდა.  ძალიან მკაცრი იყო, ძალიან. განსაკუთრებით, დაგვიანებებზე. რამდენიმე წუთით გვიან მოსვლასაც არ პატიობდა არავის. ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან ვწუხდით და ვწუწუნებდით, მაგრამ მაინც არ ვაგვიანებდით. ერთხელ გვითხრა, რომ გამომუშავებული პუნქტუალურობის გამო მისი მთელი ცხოვრება მადლობელნი ვიქნებოდით. მას შემდეგ ათ წლამდე გავიდა, ნინოს სიტყვები კი ხშირად მახსენდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც… Continue reading ნუ მალოდინებ!