Busasa

სამშაბათ დილის სიმყუდროვე

დღეს დილით ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში სამი კატა დავინახე: დედა თავის ორ კნუტთან ერთად. სამივე იწვნენ, შეკეცილი თათებით და მკერდში ჩამალული ცხვირით, თვლემდნენ. მხოლოდ დედას ჰქონდა თვალები ნახევრად გახელილი და ყურები დაცქვეტილი. უცებ ძალიან მომენატრა ჩემს ბუსასთან გაღვიძება, ცალ თვალს რომ ვახელდი და მრგვალად დახვეულს რომ ვხედავდი ჩემ გვერდით, ასევე ცალ თვალ გახელილს.

Busasa

კვირა დღე

გარეთ კოკისპირულად წვიმს. მე სამეცადინოდ დავჯექი და კომფორტულად მოვეწყე. ის იყო, წერა უნდა დამეწყო, რომ კრუტუნის ხმა გავიგე: ბუსა ჩემ გვერდით დაწოლილა, თვალები სანახევროდ დაუხუჭავს და ნელ-ნელა იძინებს, თან მაკვირდება, როგორ ვმუშაობ. მერამდენედ უნდა გირჩიოთ ყველას, იყოლიეთ კატები-მეთქი? არ იცით, რამდენს კარგავთ.

Busasa

მამა და ბუსა აძინდომები

მამას და ბუსას დამოუკიდებლად თანაცხოვრების პირველი დღე აქვთ. მე და დედა სამსახურებში წამოვედით და შევატოვეთ ერთმანეთს. წამოსვლისას ცალკე ერთი დავარიგე (“აივანზე არ გაუშვა, ოთახებში არ არბენინო”), ცალკე-მეორე ( “არ დაკბინო, არ დაკაწრო, არაფერი გადმოაგდო და მშვიდად გეძინოს”). თუმცა, პირველივე დღეს ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ჩემს სპეციალურ კორესპონდნეტს სატელეფონო ჩართვა ჰქონდა შემთხვევის ადგილიდან, გაესაუბრა დაზარალებულს და… Continue reading მამა და ბუსა აძინდომები

Busasa

მე და ჩემი კატა

ვისაც არ გყავთ კატა, აუცილებლად იყოლიეთ. ასეთი თბილი, ღუღუნა და მყუდრო ცხოველი ყველას სახლში უნდა დადიოდეს თავისი რბილი თათებით. სამსახურიდან დაბრუნებულს კართან მელოდება ფართოდ გახელილი თვალებით. ხელში ვიყვან და გულში ვიკრავ. კრუტუნს იწყებს. ჯერ ჩუმად, მერე თამამდება, ხმას უწევს, ხელებს მილოკავს და კუდს ნაზად აქნევს აქეთ-იქით. ძირს ვსვამ და დერეფანში პალტოს გასახდელად გავდივარ. ამას ჰქონია,… Continue reading მე და ჩემი კატა

Busasa

ბუსას კასტრაცია

კასტრაცია ძალიან ბოროტი სიტყვაა და სულ სტერილიზაციას ვხმარობ. არადა, სტერილიზაცია მდედრებს უტარდებათ და მილების გადაკვეტვას ნიშნავს. კასტრაცია კი რაც არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით 🙂 ჩემი ბუსა ბიჭია. ორი თვის იყო რომ მომიყვანეს და იმ დღიდანვე ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი მის გამრავლების საკითხთან დაკავშირებით. ჩავუჯექი ინტერნეტს, სხვების გამოცდილებებს და გადავწყვიტე, რომ როდესაც შესაბამის ასაკს მიაღწევდა, წამეყვანა… Continue reading ბუსას კასტრაცია

Busasa

ჩემი ბუ სა

დღეს დილით ბუსამ ჩემს ფეხებთან მოიკალათა და ძილის გაგრძელება დააპირა. ფეხებთან კი არა, ფეხებზე. შესაბამისად, პარალიზებულ მდგომარეობაში გავიღვიძე 🙂 მერე ავიყვანე ხელში, ლოგინში ჩავიწვინე და გაყინული თათები გავუთბე. ისიც მშვიდად კრუტუნებდა  და ხელებს მილოკავდა. როგორი ბედნიერი ვარ რომ მყავს!

Busasa

ბუსას ფოტოები

რამდენი ხანია ჩემს კატაზე არ დამიწერია. ბუსა იზრდება, სუქდება, მაიმუნდება და უფრო გვიყვარდება. ღამით ჩემთან სძინავს და კრუტუნით მამშვიდებს. დღისითაც ან სძინავს, ან ფანჯრიდან სევდიანად გასცქერის სოსიეტე ჟენერალის  სათაო ოფისს. დილაობით გულაჩუყებული იღვიძებს და მზად არის რამდენიც გინდა, იმდენი გაფერებინოს. არც დაგკბენს, არც დაგკაწრავს. გაბუსუნებული სახით იჯდება და ჭმუჭნე, სანამ არ მოგბეზრდება. მერე, კარს რომ… Continue reading ბუსას ფოტოები