დ ი ე ტ ა · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

2. სიარულმა რა ჰქმნა?!

ვაგრძელებ “ჯანსაღი ცხოვრების ერთ კვირას”. წინა პოსტში კვების რაციონზე გწერდით, ახლა მორიგ თემას მივხედოთ. რამდენიმე წლის წინ მაგრად გავხდი. თან ისე არა, რომ შეხედავ და იფიქრებ, ნეტავი რა ავადმყოფობა აქვს ამ საწყალს გადატანილიო. პირიქით-არასდროს ვყოფილვარ ისე ჯანმრთელი, მხნე და ენერგიული, როგორც მაშინ. ვიყავი ისეთი, როგორიც  უნდა ვყოფილიყავი. ყველაფერი კი მათემატიკითა და აღმაშენებლის გამზირით დაიწყო. რა… Continue reading 2. სიარულმა რა ჰქმნა?!

დ ი ე ტ ა · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

1. სწორი კვების პრინციპები

ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბროთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. რას ვჭამთ? ალბათ, ყველაფერს. თავს არაფერში ვიზღუდავთ. ან, პირიქით-ათასნაირ დიეტებზე ვართ და ნერვულ უჯრედებს ზედმეტ წონასთან ერთად ვკლავთ. აქვე გეტყვით, რომ მკაცრი დიეტით დაკლებული წონა ბუმერანგივით უკან ბრუნდება, ნერვები კი-არა. ამიტომ, გაუფრითხილდით თავს და კვების ოქროს შუალედი იპოვეთ.… Continue reading 1. სწორი კვების პრინციპები

დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

ახალი მსოფლიო წესრიგი

არა, ახალი მსოფლიო წესრიგი  არ ჩამოყალიბებულა, მე ჩამოვუყალიბე ჩემს თავს ახალი რეჟიმი. პატარა რომ ვიყავი მინდოდა, რომ ძალიან მალე გავზრდილიყავი: მეკეთებინა ის, რაც მინდოდა და, რაც მთავარია-როცა მინდოდა. ვერ ვიტანდი დილით ერთი და იგივე დროს ადგომას, ერთი და იგივე დროს ჭამას, ერთი და იგივე დროს დაძინებას… მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ურეჟიმოდ ცხოვრება საშინელებაა და ბედნიერია… Continue reading ახალი მსოფლიო წესრიგი

დ ი ე ტ ა

ჰულა ჰუპი

გუშინ წელზე სატრიალებელი რგოლი შევიძინე, მასაჟორებით. აი, ასეთია (სხვა ფერებში): საკმაოდ სასაცილო სახელი აქვს: ჰულა ჰუპი : ) ცალკე ვიყიდე სპეციალური ქამარიც. გაიკეთებ ამ ქამარს, ატრიალებ რგოლს, ღვრი ოფლს და შედეგად წელის არის მოცულობა მცირდება. საკმაოდ მტკივნეულია და არ გირჩევთ ქამრის უგულებელყოფას. ვისაც გაინტერესებთ: რგოლის ფასი 45 ლარია, ქამრის-20. დინამოზე ჩამწკრივებული სპორტული მაღაზიები. ერთადერთი ვარჯიშია,… Continue reading ჰულა ჰუპი

დ ი ე ტ ა

Japanise it

ამ ბოლო დროს ადამიანებს ორად ვყოფ: 1) რომლებიც კარგად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და იხდენენ 2)რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და ვერ იხდენენ. მე, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში გავდივარ. ისევ!!! არადა, წინა ჩანაწერების  მიხედვით მიზანს მივაღწიე და ზედმეტი კილოგრამები დავიფერთხე. მაგრამ ჩვენ ხომ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან არ უნდა გავხდეთ, ან მთელი ცხოვრება… Continue reading Japanise it

დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

დამსახურებული ჩიზი

ბლოგი, ცოტა არ იყოს, მივივიწყე. ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა, რომ ეს გრძნობა აქაც გადმომეტანა. მოკლედ, ახლა კარგად ვარ, მხნე და მხიარული 🙂 ამიტომ, მოგელსამებით, ჩემო მკითხველებო :* პასკებმა და სხვადასხვა გემრილობებმა დიეტა დამირღვია. მაგრამ, ვთვლი, რომ უმნიშვნელოად. რამდენიმე ნაჭერი პასკა და ხაჭაპური (ისიც დღისით) კატასტროფა არაა.  კლების პროცესი ნელ-ნელა მიდის. არ ვიწონები. ველოდები,… Continue reading დამსახურებული ჩიზი

დ ი ე ტ ა

Day 10

თარიღი დამრგვალდა. სამწუხაროა, რომ ჩემი სასწორი აფრენს. შეიძლება ერთ დღეს 60 კგ გიჩვენოთ, მეორე დღეს კი 53. ამიტომ, ზუსტად არ ვიცი, თუ რამდენი მაქვს დაკლებული. მაგრამ კილოგრამებს არ დავდევ, მთავარი შედეგია. ჩემს უმთავრეს პრობლემას თეძოები და მუცელი წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ მუცელი წარმოადგენდა 🙂 დილით ჯინსის ჩაცმის დროს სასიამოვნო გაოცება დამეუფლა: თავისუფლად შევიაკრი და არც… Continue reading Day 10

დ ი ე ტ ა · დასახარისხებელი პოსტები

ბოლო დღეების ქრონიკა

წყალი მეორე დღეა, რაც არ მაქვს. უკვე ისტერიკა მჭირს. დახვავებული ჭურჭელი ნერვებს მიშლის და გაუქმებულ შხაპსაც დიდი ბოღმით ვუყურებ. დიეტა გრძელდება, ვარჯიშიც. დავიღალე და დავსუსტდი, აშკარად უფრო მეტი უდნა ვჭამო. აქტიური ვარჯიში და მკაცრი დიეტა შეუთავსებელი ყოფილა (ამაში გუშინ, კიბეზე დაგორების დროს დავრწმუნდი). გუშინ პირველი გესთ პოსტი დავწერე და ლამის ვინანო. რამდენიმე ადამიანის კომენტარმა ძალიან… Continue reading ბოლო დღეების ქრონიკა

დ ი ე ტ ა

Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

დიეტის პირველ ეტაპზე იწყება საშინელება: ერთად გინდება ჩიფსები, ხაჭაპურები, ხინკლები, მაკდონალდსები, ნაყინები და ყველა ის ბოროტება, რომელიც ჩვენს მუცელსა თუ თეძოებში პოვებს ადგილს. გძინავს-საჭმელი გესიზმრება; გღვიძავს-სასუსნავებისკენ გაგირბის ხელი და ფიქრი; მარკეტში შეხვალ და მაწვნის მაგივრად ფუნთუშები გინდა რომ იყიდო (აქვე უფასო რეკლამა გუდვილის ფრანგულ ფუნთუშებს. ვინც ამ პოსტს კითხულობთ და დიეტაზე არ ხართ ხვალ ჩემს… Continue reading Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

დ ი ე ტ ა

Day4

დილით აერობიკა გამიცდა, სამაგიეროდ დავიმხე ტრენაჟორები, შეძლებისდაგვარად : )) დღეს ცუდი გოგო ვარ-ცოტა ჩიფსი ვჭამე და ლუდი დავლიე :-შ რა მექნა, ჩავუსხედით ყველა ერთად კინოს და კუთხეში ზურგით ხომ არ დავჯდებოდი : )) ხვალაც ასე და ზეგ უფრო გავამკაცრებ დიეტას. ბანანს ვაშლი შეცვლის (ტყლაპიც ხომ მოსულა?) და კვების ახალ რეჟიმზე გადავალ. ანუ არ შევჭამ დღის… Continue reading Day4