დასახარისხებელი პოსტები

Moment of peace

ბოლო ორ კვირაში ძალიან გადავიღალე. სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ ვგრძნობ, რომ მეორე დღისთვის დასვენებას ვერ მოვასწრებ და, მართლაც, დილით ისევ დაღლილი ვიღვიძებ. ჰოდა, თავის მოტყუება გადავწყვიტე. ვითომ ვისვენებ და ვრელაქსირდები. დილით ნახევარი საათით ადრე ვიღვიძებ. ვიდუღებ ყავას და გამაქვს აივანზე, სადაც სავარძელი და წიგნი მელოდება. ვზივარ დილის სიგრილეში, ყვავილებში, ვკითხულობ წიგნს და მივირთმევ ყავას. ამასობაში… Continue reading Moment of peace

დასახარისხებელი პოსტები

Break

შესვენების დროა და ოფისში მარტო ვზივარ. ფბ მაქვს ჩართული და ვჩათაობ. თან ორ ცალ საბავშვო ორბტს ვღეჭვ და უზარმაზარი ბუშტები გამოდის. This is fun ^^ 

დასახარისხებელი პოსტები

Preps for Big Day

ჩემს არქიტექტორს უძირო მოთმინება და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ამ ორი თვისების კომბინაცია კი ნიშნავს იმას, რომ შოპინგზე ერთად მივდივართ. შოპინგიცაა და შოპინგიც-კაბა უნდა ვიყიდოთ! კაბაცაა და კაბაც-ქორწილისთვის ვემზადები! ქორწილიცაა და ქორწილიც-ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია! არქიტექტორიც არის და არქიტექტორიც-ჩემი ტედ მოზბი ყველაზე ძალიან მიყვარს!