დ ი ე ტ ა

Day 10

თარიღი დამრგვალდა.
სამწუხაროა, რომ ჩემი სასწორი აფრენს. შეიძლება ერთ დღეს 60 კგ გიჩვენოთ, მეორე დღეს კი 53. ამიტომ, ზუსტად არ ვიცი, თუ რამდენი მაქვს დაკლებული. მაგრამ კილოგრამებს არ დავდევ, მთავარი შედეგია. ჩემს უმთავრეს პრობლემას თეძოები და მუცელი წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ მუცელი წარმოადგენდა🙂 დილით ჯინსის ჩაცმის დროს სასიამოვნო გაოცება დამეუფლა: თავისუფლად შევიაკრი და არც გვერდებს არ შევუწუხებივარ. ოთხი გავკეთილისა და ათდღიანი დიეტისთვის კარგი შედეგია, იმჰო.
სამაგიეროდ, ხასიათი მაქვს ზღმარტლივით. ყველაფერი ნერვებს მიშლის და სულ გაღიზიანებული დავდივარ. აი, თუნდაც, ლექციაზე რომ იტყვის ვინმე რაღაც დებილობას, მინდება რომ ავდგე და ვურტყა ან რაიმე მსგავსი. ოთახში ბორიალის დროს საწოლის კიდეს რომ მივარტყამ ფეხს ლამის ლოგინი მოვისროლო. ერთი გოგოა ფეისბუქზე, იმდენ დებილობა სურათს დებს, რომ მინდა გამოვლანძღო და წავშალო.
კანfეტი ვარ, მოკლედ : )) ყველაფერს კვების რეჟიმის შეცვლას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემებს ვაბრალებ.
რაც მთავარია, შედეგი ჩანს და მინდა, რომ უფრო მალე დავინახო. დღეს ვარჯიშიდან მოსულმა წიწიბურა, ყველი და ხაჭო მივირთვი. თუ დღეს კარგად მოვიქცევი, ხვალ ერთ ნაჭერ პასკას დავიმსახურებ : )

2 thoughts on “Day 10

  1. mshieri iseti gagizianebuli var, rom tavis shekavebis yovelgvari unari dakarguli maqvs da rogorc ar unda vecado, ar shemidzlia rom ar vichxubo😀 amitom vcdilob rom yoveltvis nakvebi viyo :))

    p.s Nat, erti da igive droebshi cham? tu roca ginda?

  2. არა, როცა მინდა. დროებიც რომ შევიზღუდო მაშჳნ მართლა შეურაცხადი გავხდები : )) ერთადერთი, ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე ორი საათი არ ვჭამ არაფერს : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s