დ ი ე ტ ა · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

2. სიარულმა რა ჰქმნა?!

ვაგრძელებ “ჯანსაღი ცხოვრების ერთ კვირას”. წინა პოსტში კვების რაციონზე გწერდით, ახლა მორიგ თემას მივხედოთ.

რამდენიმე წლის წინ მაგრად გავხდი. თან ისე არა, რომ შეხედავ და იფიქრებ, ნეტავი რა ავადმყოფობა აქვს ამ საწყალს გადატანილიო. პირიქით-არასდროს ვყოფილვარ ისე ჯანმრთელი, მხნე და ენერგიული, როგორც მაშინ. ვიყავი ისეთი, როგორიც  უნდა ვყოფილიყავი.

ყველაფერი კი მათემატიკითა და აღმაშენებლის გამზირით დაიწყო. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ საგანს, ქუჩას და ცხოვრების ჯანსაღ წესს? აბიტურიენტობის პერიოდი. იმ წელს ვაბარებდი, მათემატიკაში კი ვემზადებოდი მასწავლებელთან, რომელიც ძველ პლეხანოვზე ცხოვრობდა. შესაბამისად, იქ სიარული  კვირაში რამდენჯერმე, ბოლოს კი ყოველდღე მიწევდა.

ჰო, მანამდე გამხდარი არასდროს მეთქმოდა. პირიქით-წონას მუდმივად ვუჩიოდი, ჩივილის დონეზე-ფიზიკური აქტიურობითაც არ გამოვირჩეოდი. ასე მივაღწიე დამამთავრებელ კლასს.

დავუბრუნდეთ მათემატიკას. მე თვითონ ვაკეში ვცხოვრობ, საიდანაც აღმაშენებელზე ა რ ა ფ ე რ ი არ დადის. ახლა არ ვიცი, მაშინ ნამდვილად არ დადიოდა. ერთადერთი, 59 ნომერი ავტობუსი მიდიოდა მარჯანიშვილამდე. შესაბამისად, სულ მაგას დავყვებოდი. გაკვეთილის მერეც 59-ს უნდა შევხტომოდი, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო ისეთი გაჭედილი მოდიოდა, რომ იქ ასვლას ქუჩაშივე ხარაკირის გაკეთება მერჩია. ამიტომაც, დავადებდი თავს და აღმაშენებლიდან მარჯანიშვილისა და ელბაქიძის აღმართის გავლით ვაკეში ფეხით მოვდიოდი. სულ. მაშინ CD პლეიერების ეპოქა იყო და დისკებიც ბლომად მქონდა, რაც გზას ფსიქოლოგიურად მიმოკლებდა.

ასე გავიდა ერთი წელი. ფეხით რამდენი კილომეტრი გავიარე, ღმერთმა იცის. წლის ბოლოს კი შემთხვევით,  მართლა შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მამიდაშვილის ქვედაბოლო შემეკრა (ჩემი მამიდაშვილი ჩემზე, სულ მცირე, ათი კილოთი მაინც გამხდარია).

ეს იყო სრული შოკი. გავგიჟდი. უცებ იღვიძებ  და ხედავ, რომ ძალიან გამხდარი ხარ.  ამის მიზეზი კი ფეხით ამდენი სიარული იყო. სხვას რას დავაბრალო, არ ვიცი: ჭამისთვის რომ არ მომიკლია, ეგ ნამდვილად მახსოვს. გაკვეთილების გარდა კი დიდად არსად მივლია.

ამიტომ, მიეძალეთ სიარულს. ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათით სწრაფი სიარული ფორმაშიც ჩაგაყენებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, მხნედაც იქნებით და არც კამეჩის სინდრომი არ შეგაწუხებთ.

4 thoughts on “2. სიარულმა რა ჰქმნა?!

  1. 1 წელზე მეტია უკვე რაც სახლი-უნივერსტეტი უნივერსტეტი-სახლი ფეხით დავდივარ. რიტუალია უკვე. walk for your life :yes:

  2. ბევრი სიარულით კუნთები ავიკიდე ფეხებზე. მეტი არაფერი.🙂

  3. მართლა? რატომ, ძალიან ბევრს დადიოდი? გამიგია ველოსიპედი კუნთავს ფეხსო, მაგრამ სიარულზე პირველად გავიგე >_<

  4. არ ვიცი… გამიჩნდა…😦 არადა, როგორ ვერ ვიტან😦 თან სიარულიც მიყვარს და ვერ ველევი…😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s