ყველაფერი ჩემ შესახებ

ვიძინებ!

ახლა დავიძინებ. ხვალ გვიან გავიღვიძებ. ჩემით, მაღვიძარას გარეშე. ნელ-ნელა ავდგები და მთელ დღეს უქმად გავფლანგავ. ახლა დავიძინებ და ხვალ ყველა ჩემი პრობლემა და წუხილი უფრო მსუბუქი და უმნიშვნელო მომეჩვენება. ძილის წინ შეიძლება ისევ დავიძაბო, ტვინი ახმაურდეს, აზრებმა ხმამაღლა ისაუბრონ ერთმანეთში, მაგრამ ჩემი ძველი მეგობარი ძილი ყველას გააჩუმებს. ვიძინებ.

პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ხელნაწერთა ღაღადი

ადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა. გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი,… Continue reading ხელნაწერთა ღაღადი

უაზრო პოსტები

შემთხვევითი ადამიანები

ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, სრულიად უცხო ხალხზე. მათზე არაფერი არ ვიცი: არც სახელი, არც საცხოვრებელი ადგილი, არც ის, თუ რითი არიან დაკავებულნი და სწორედ ამიტომ არიან ჩემთვის ძალიან საინტერესონი. საჭიროა მხოლოდ მეტი ყურადღება და წინ უკვე გარკვეული სურათი გვაქვს. მაგალითად, დღეს ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი და ხალხის თვალიერება დავიწყე. ჩემი ყურადღება ორმა ქალმა მიიპყრო,… Continue reading შემთხვევითი ადამიანები

ყველაფერი ჩემ შესახებ

In a moment of peace

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ცხოვრების ყოველდღიური რიტმისგან საშინლად ვიღლები. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ენერგიის უშრეტი მარაგი აქვთ და ყველაფრისთვის მუდამ მზად არიან? ჰოდა, მე ასეთი არ ვარ და ჩემი მარაგის შევსება პერიოდულად მესაჭიროება. მაგალითად, დღეს. ისეთი დღეა, როდესაც ყველა ერთმანეთთან მიდის და ქეიფობს. ქეიფი დიდად არ მიყვარს, მხოლოდ მეგობრებში, ისიც იშვიათად. ამიტომ, დავრჩი… Continue reading In a moment of peace