უაზრო პოსტები

შემთხვევითი ადამიანები

ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, სრულიად უცხო ხალხზე. მათზე არაფერი არ ვიცი: არც სახელი, არც საცხოვრებელი ადგილი, არც ის, თუ რითი არიან დაკავებულნი და სწორედ ამიტომ არიან ჩემთვის ძალიან საინტერესონი. საჭიროა მხოლოდ მეტი ყურადღება და წინ უკვე გარკვეული სურათი გვაქვს.

მაგალითად, დღეს ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი და ხალხის თვალიერება დავიწყე. ჩემი ყურადღება ორმა ქალმა მიიპყრო, სავარაუდოდ, დედა-შვილმა. შვილი ქერა, გამხდარი გოგო იყო, ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის. შავ ფეხსაცმელს იზომებდა. დედა ორმოცდაათი წლის იქნებოდა, დანაოჭებული სახით და ხაკისფერი პალტოთი. შვილს არჩეულ ფეხასმელს უწონებდა და ხელში ფულს სრესდა. ფული დაკუჭული, ათასი ადამიანის ხელში გამოვლილი და ძველი იყო, ორმოცდაათ და ასლარიანები. ატრიალებდა ამ კუპიურებს ხელში და ეხვეწებოდა, ვიყიდოთო. შვილი ყოყმანობდა, ფეხსაცმელს ხელში ატრიალებდა, ყოველ ნაკერს უმოწმებდა, კიდევ ერთხელ იზომებდა და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ალბათ, არ მუშაობდა და საკუთარი ფული არ ჰქონდა. დედამისს კი ის დაკუჭული ფული წვალებით ჰქონდა გადანახული თავისი შემოსავლიდან და შვილისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა.  არ ვიცი, იყიდეს თუ არა, მე უკვე სხვა წყვილს ვუყურებდი, ხანში შესულ ცოლ-ქმარს. ქალი თავისთვის ქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა. თხელი, ლამაზი ფეხები ჰქონდა და, პრინციპში, ყველაფერი უხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც პრეტენზიული იყო. ბევრ წყვილს იზომებდა და ყველას ქმარს აჩვენებდა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული საუკეთესო ვარიანტის შერჩევით. ქალს ლამაზი ქურქი ეცვა. და ფეხსაცმელიც ლამაზი უნდოდა. ალბათ, რამდენიმე შვილი ჰყავთ. ქმარი მთელი ცხოვრება მუშაობდა, ცოლი კი ოჯახში ტრიალებდა. თავის დროზე მოსკოვი და მისთანებიც ექნებათ მოვლილი, ქურქიც იქ ნაყიდი. სახლში ძველებური ავეჯი ედგებათ  და ექნებათ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საღამოს მთელი ოჯახი ერთად სვამს ჩაის.

მერე კი მეც წამოვედი. სულ დამავიწყდა ის მენახა, რისთვისაც მივედი-ფეხსაცმელები.

 

 

 

4 thoughts on “შემთხვევითი ადამიანები

  1. საინტერესოა, მეც ძალიან პრეტენზიული ვარ, რტულად ვყიდულობ ხოლმე (ხშირად ან მიჭერს ან დიდი მაქვს). მეც მიყვარს დაკვირვება, მაგალითად როგორ ლაპარაკობს ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე ხშირად ხვდები რა ადგილი უკავია ან მოწსონს თუ არა სამსახური, სწავლა, შვილი🙂 ასეთებიც ხდება🙂 გამიხარდა პოსტი, მე მუდმივი სტუმარი ვარ🙂 ყოველდღე ვამოწმებ რამე ხომ არ დაწერა მეთქი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s