უაზრო პოსტები

me versus him

მასთან ურთიერთობა ერთი წლის წინ დავიწყე, ჩემივე მეგობრის რჩევით. პიროვნებამაც მიმიზიდა და ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა. ყველაფერი იმაზე ცუდად წავიდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ვერაფრით ვერ გავუგეთ ერთმანეთს. დავშორდით. რამდენჯერმე ვცადე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არ გამომივიდა. ვერც დამაინტერესა, ვერც ჩამითრია… არადა, ტრამალის მგელი გაცილებით საინტერესო უნდა ყოფილიყო. მოკლედ, თვეში ერთხელ მე და ჰერმან ჰესე მაგიდას მივუსხდებით და… Continue reading me versus him

დასახარისხებელი პოსტები

Aww post

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით დიდად არ ვინტერესდები ხოლმე. ჰოლივუდელ მსახიობებს ვგულისხმობ. მაგრამ ერთი წყვილი ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ერთად არიან: ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი. ქეითი ჩემთვის ბედნიერების სიმბოლოა. მგონია, რომ სულ კარგ ხასიათზეა და ცხოვრებაში ყველანაირ პრობლემას ოპტიმისტურად უყურებს. ამიტომაც მიყვარს მისი კომედიების ყურება: შანსი არაა, არ იცინო 🙂 მეთიუ.  muse უძლიერესი ჯგუფია.… Continue reading Aww post

სატელევიზიო შუები

Waiting sucks

სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.  ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა. ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი… Continue reading Waiting sucks

ყველაფერი ჩემ შესახებ

როცა გავიზრდები

აი, ისიც! პირველად დავითაგე ბლოგოსფეროში ^_^ რისთვისაც მადლობას ვუხდი ქამელეონს, იგივე თურმე ჩემს კურსელს, რომელთან ერთადაც პოლიტოლოგიას ვსწავდლობდი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. არ ვიცი, არსებობს თუ არა ბავშვების საოცნებო პროფესიების სტატისტიკა. თუ არსებობს, ექიმობა და მასწავლებლობა პირველ ადგილზე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო. თურმე, ექიმობა მეც მდომებია: ერთი კვირის წინ რაღაც წიგნს ვკითხულობდი, რომელზეც… Continue reading როცა გავიზრდები

Fashion as I see it

უნიჭო მე

რატომ, რატომ ვარ ასეთი მოუხერხებელი? ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხელიდან  ყველაფერი გამოსდით: კერვაც შეუძლიათ, ქსოვაც, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებაც და სამკაულების შექმნაც? დედაჩემის თანამშრომელი ანუკა, მაგალითად.  დრო არ აქვს, თორემ თმაზე სულ მას მივაკითხავდი. ერთხელ გამიკეთა ვარცხნილობა რეტრო-საღამოსთვის და ძალიან მოეწონა. ვარცხნილობებზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როგორ ვერ უნდა ისწავლო ადამიანმა fishtail-ის ჩაწვნა? აი, ამის:… Continue reading უნიჭო მე

ყველაფერი ჩემ შესახებ

Here I go!

იცით რაშია საქმე? წარმატების მისაღწევად მთავარი მიზანი ყოფილა. ანუ, თუ ნათლად იცი რა გინდა და რისკენ ისწრაფი, თითქმის 80% უკვე გავლილი გაქვს. ოღონდ, რაციონალურ მიზნეზე ვლაპარაკობ. ოსკარი მინდა ავიღო და ნობელის პრემია მოვიპოვო-არა (თუმცა, რატომაც არა). ჩემი უახლოესი მიზანი ნელ-ნელა გამოიკვეთა ჰორიზონტზე და ძალიან მიხარია. იმედია, ეს ის ნაბიჯი იქნება, რომელსაც არასდროს არ ვინანებ. მე… Continue reading Here I go!

დღის ფოტოები

დღის ფოტო(ები)

ცოტა არ იყოს, წერა მეზარება. დღეს მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გაგიზიარებთ : ) პირველ რიგში, ამ საქანელა-სავარძლებს. როგორ მინდა ახლა აქ ჩაწოლა და ჩათვლემა… ეს კი ჩემი ამერიკული ოცნება: ნაქირავებ მანქანაში ვზივარ და ასეთ გზებზე მივქრი. ძალიან სწრაფად. სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ამას მოვწევდი ^_^ არ ვიცი, ამ თავსაბურავს რა ჰქვია, ჰელპ! ისევ სიგარეტი: და ჩემი… Continue reading დღის ფოტო(ები)

უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ინგლისური სიზმარი

გუშინ ღამით ცხოვრებაში ყველაზე კარგი სიზმარი დამესიზმრა. ჩემს სიზმრებში, ზოგადად, საშინელებათა ჟანრი ჭარბობს. ხან რეალურად ცუდი სიტუაციები მესიზმრება, ხან ფანტასტიკური ურჩხულები და ხან ეშმაკები. მოკლედ, დილით სულ შეშინებული და გულგახეთქილი ვარ. გუშინ კი გამიმართლა და ბედნიერმა გავიღვიძე. არა, ბედნიერმა კი არა, გულდაწყვეტილმა, რადგან ინგლისის მაგივრად ისევ ჩემს სახლში აღმოვჩნდი. მაგიური სიტყვები “ინგლისი” და “ბრიტანეთი” ჩემს… Continue reading ინგლისური სიზმარი