დასახარისხებელი პოსტები

საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში

დიახ, დიახ. ზუსტად ასე ამბიციურად და ხმამაღლა დავახასიათებ განვლილ 2014 წელს. ამ ერთმა წელმა დაიტია რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, რამაც ჩემი ცხოვრება კარგად და გემრიელად შეცვალა. ამ სიაში პირველი ადგილი ჩემს ოჯახს უჭირავს. 2014 წლის 3 მაისს მე და ლევანმა ჯვარი დავიწერეთ და მთელი ცხოვრების ერთად გატარება გადავწყვიტეთ. ლევანი არის ყველაფერი. ხანდახან ვფიქრობ, რომ წინა ცხოვრებაში… Continue reading საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში

ჩემი შვებულება

დღე მეხუთე

ჩემი ოფიციალური შვებულების ბოლო დღე. ძალიან მალე გაირბინა ამ ერთმა კვირამ. იმაზე სწრაფად, ვიდრე სამუშაომ. სამაგიეროდ, დასვენებაც მოვასწარი და ყველა იმ თასქის შესრულება, რაც პირველ პოსტში მქონდა ჩამოთვლილი! დღეს ძალიან ბევრი საბოდიალო მქონდა. გამიმართლა და კარგი ამინდი დამემთხვა. ჩავიცვი ჩემი ახალი კეტები და შევუდექი გეგმების შესრულებას. სამი საათისთვის სახლში მოვედი, ჩავეხუტე დივანს და ლევანს მივწერე,… Continue reading დღე მეხუთე

ჩემი შვებულება

დღე მეოთხე

ჩემი შვებულების მეოთხე დღე საკმაოდ მიმზიდველად გამოყურებოდა-არც სამეცადინო მქონდა და არც უნივერსიტეტში არ ვიყავი წასასვლელი. ამიტომ, დილით მშვიდი სინდისით გამოვიძინე და სახლის ნელ-ნელა დალაგებას შევუდექი. შუა დღისთვის მე, მარის და ელენეს უნდა გვებოდიალა გარეთ და რაიმე საინტერესო აქტივობით დავკავებულიყავით, თუმცა ელენეს ლექტორობის გამო ეს ამბავი ჩაგვეშალა და სამივე ცალ-ცალკე შევრჩით ჩვენს ხუთშაბათებს. გადავხედე ჩემს პირველ… Continue reading დღე მეოთხე

ჩემი შვებულება

დღე მესამე

არაფერი მახარებს ისე, როგორც კამექსის მესიჯი-ესე იგი, ჩემი ამანათები ჩამოვიდა! მერე რა, რომ რატომღაც ეს სმს-ები ყოველთვის გვიან ღამე მოდის და ნუცუბიძეზე გავარდნას ვერ ვასწრებ. დღეს არჩევანის წინაშე დავდექი: ჯერ ამანათები თუ ჯერ კოტლერის გარჩევა. გაიმარჯვა გრეის ანატომიამ: ვუყურე ერთ სერიას, ვღვარე ცრემლები და ახლა მარკეტინგს უნდა ჩავუჯდე. ამანათები საღამოს ❤ რა მალე გადის დასვენების დღეები… Continue reading დღე მესამე

ჩემი შვებულება

დღე მეორე

დღეს მეცადინეობის დღეა, გარეთ არ გავდივარ. საღამოს მარი მოვა და ერთად ჩავუსხდებით მარკეტინგს. თუმცა, ჯერ ადრეა. ლევანი სამსახურში გავაცილე და ისევ საწოლში დავბრუნდი. აბაზანაში სარეცხის მანქანა მონდომებით რეცხავს. სასიამოვნო, მონოტონური ხმა აქვს, ისეთი, როგორც მატარებელს. მაძინებს. გვერდით ცხელი ყავა და ტოსტი მიდევს, ნელ-ნელა ვაპარებ თვალს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივისკენ. Life is good ❤

ჩემი შვებულება

დღე პირველი

შვებულებაში ვარ. პირველად ავიღე ასეთი შვებულება: არსად არ მივდივარ, სახლში უნდა ვიყო და რაც მინდა, ის ვაკეთო. საოცარია, არა? ისეთი აჟიტირებული ვარ, რომ ამ ერთი კვირის გეგმა უნდა ჩამოვწერო, უაზრობაში რომ არ გავფლანგო დრო. თქვენთვის შეიძლება უაზრობადაც ჟღერდეს, მაგრამ მე ძალიან მინდა ამ შვიდ დღეში სახლის კარგად დალაგება, მარკეტინგის მეცადინეობა, ამანათების გამოტანა, ახალი პირადობის აღება,… Continue reading დღე პირველი