Busasa

კვირა დღე

გარეთ კოკისპირულად წვიმს. მე სამეცადინოდ დავჯექი და კომფორტულად მოვეწყე. ის იყო, წერა უნდა დამეწყო, რომ კრუტუნის ხმა გავიგე: ბუსა ჩემ გვერდით დაწოლილა, თვალები სანახევროდ დაუხუჭავს და ნელ-ნელა იძინებს, თან მაკვირდება, როგორ ვმუშაობ. მერამდენედ უნდა გირჩიოთ ყველას, იყოლიეთ კატები-მეთქი? არ იცით, რამდენს კარგავთ.

დასახარისხებელი პოსტები

სტიმული

აქამდე ჩემი და ვირჯინიას გზები არასდროს არ გადაკვეთილა.  არც მე წამიკითხავს მისი წიგნები და მას კიდევ, სავარაუდოდ, ჩემი ბლოგი. გუშინ “მისის დოლოვეი” შევიძინე და პირობა დავდე, რომ სანამ სამაგისტროს წერას არ მოვრჩები, ხელს არ ვახლებ. ანუ, სამაგისტროს ძალიან მალე დავწერ 🙂

პრობლემური პოსტები

ბოლო დღეების ისტერია

By Gaga Chkheidze სულ ახლახან, თერთმეტის ნახევარზე სამი 20-22 წლის ბიჭი უმოწყალოდ ურტყამდა ახალგაზრდა ბიჭს მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესის ახლოს, როგორც თვითონ თქვეს, “სხვანაირი ქცევის” გამო. ჩემმა მეგობარმა მირზამ ძლივს გამობრდღვნა ხელიდან დასისხლიანებული. ქალებიც გამოვარდნილან მაღაზიებიდან დასახმარებლად და ვიღაც ღვთისნიერ (ამ სიტყვის დაწერა მეშინია უკვე) ტაქსისტს გაურიდებია იქაურობისთვის. რეციდივებია თუ მასობრივი შიზოფრენია დაიწყო? ეს სტატუსი… Continue reading ბოლო დღეების ისტერია

დღის ფოტოები

დღის პოსტი

გარეთ რომ წვიმს ცუდი ამინდი რომაა ბევრი სამუშაო და უფრო მეტი სამეცადინო რომ გაქვს ძალიან რომ გეძინება და თან ვერ იძინებ მაღლებზე რომ გაცვია ძალიან მაღლებზე და დაღლილი რომ ხარ მაგრამ ძალიან ბედნიერი აი, ის მომენტი!

დასახარისხებელი პოსტები

უსათაურო

მოდი, მეგობრებად დავრჩეთ… არსებობს ნეტა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი, რომელიც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მართლაც მეგობრად დარჩენილა და უგზო-უკვლოდ არ გადაკარგულა? თუ არსებობს, მე არ შემხვედრია. მე მარტო ისეთები მხვდებიან, მაგიური სამი სიტყვის მერე რომ ქრებიან. არადა, ეგრეც ხომ არ არის. გიყვარს ადამიანი, მეგობრულად, მიჩვეული ხარ. ძნელია საერთოდ გაშვება და მეგობრებიდან არაფრებად ქცევა. თითქოს ტრამპლინია ეს… Continue reading უსათაურო

ყველაფერი ჩემ შესახებ

ძილი, როგორც ასეთი

გახსოვთ, მაკონდოში უძილობა რომ დაემართათ? არავინ იცოდა, საიდან მოვიდა ეს სენი.  ჯერ ღამეებს ათენებდნენ, მერე დღისითაც ვერ იძინებდნენ, მერე ყველაფერი ავიწყდებოდათ და ასე. ბოლო სტადია არ მახსოვს რა იყო, მაგრამ თუ არ გძინავს და არაფერი არ გახსოვს, რა არის ცხოვრება? ასე და ამ მასშტაბებით არა, მაგრამ სიამოვნებით დავიმართებდი უძილობას ცოტა ხნით. მჭირდება. არადა, საპირისპირო მემართება.… Continue reading ძილი, როგორც ასეთი