დასახარისხებელი პოსტები

12 მარტიდან

მარტის შუა რიცხვებიდან, პირობითად, 12 მარტიდან ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. მანამდე გამოიყურებოდა ასე: ვიღვიძებდი 07:30, ვიცვამდი, ვსვამდი ყავას, ვასაუზმებდი (ხან ვერ ვასწრებდი) სანდროს. 08:30 მოდიოდა ძიძა ლიკა და მე სამსახურში მივდიოდი. ვჯდებოდი მანქანაში, ვაჟას ძეგლთან ვაპარკინებდი, იქ ერთ გარემოვაჭრეს ვემეგობრებოდი, მოვიკითხავდი და ავდიოდი სამსახურში. ხანდახან იქვე გავივლიდი დანკინ დონატში და ჰერკულესიან თუ რაღაციან საუზმეს ვყოდულობდი.სამსახურში… Continue reading 12 მარტიდან

დასახარისხებელი პოსტები

დედის სუნი

დედა, ალბათ, ყველას უყვარს. დედაჩემი სულ მიყვარდა, ცხადია. უბრალოდ, ამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ არაცნობიერ-შეგრძნებების დონეზეც როგორ მიყვარს. დედაჩემს ჰქონდა ძველი, არაფრით გამორჩეული საწოლი. დაბალი იყო, შუაში ჩაზნექილი, მაგრამ ყველაზე ტკბილად და გემრიელად იმ საწოლზე მეძინა. დავდებდი თუ არა ბალიშზე თავს ეგრევე ტკბილ სიზმრებში მივდიოდი. მერე ეს საწოლი გადავაგდეთ და დედა სხვა საწოლზე გადაწვა. წინა… Continue reading დედის სუნი