დ ი ე ტ ა

Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

დიეტის პირველ ეტაპზე იწყება საშინელება: ერთად გინდება ჩიფსები, ხაჭაპურები, ხინკლები, მაკდონალდსები, ნაყინები და ყველა ის ბოროტება, რომელიც ჩვენს მუცელსა თუ თეძოებში პოვებს ადგილს. გძინავს-საჭმელი გესიზმრება; გღვიძავს-სასუსნავებისკენ გაგირბის ხელი და ფიქრი; მარკეტში შეხვალ და მაწვნის მაგივრად ფუნთუშები გინდა რომ იყიდო (აქვე უფასო რეკლამა გუდვილის ფრანგულ ფუნთუშებს. ვინც ამ პოსტს კითხულობთ და დიეტაზე არ ხართ ხვალ ჩემს… Continue reading Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ვართ თუ არა ტოლერანტულები?

წინა დღეს ლექციაზე კამათი ატყდა: ვართ თუ არა ქართველები ტოლერანტულები? მე ვთვლი, რომ არა. ჩემი ჯგუფელი თვლის, რომ კი. ისე, ეს მარტო სალექციო თემა არ არის. ბევრგან შევსწრებივარ ასეთ გარჩევას და, საბოლოოდ, მაინც არ არის გარკვეული ჩვენი შემწყნარებლობა/არშემწყნარებლობის საკითხი. უცხო ენათა ლექსიკონში  “ტოლერანტობა” ასეა განმარტებული: მომთმენი, შემწყნარებელი. სხვისი აზრებისა და რწმენის შემწყნარებლობა. საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები,… Continue reading ვართ თუ არა ტოლერანტულები?

დ ი ე ტ ა

Day4

დილით აერობიკა გამიცდა, სამაგიეროდ დავიმხე ტრენაჟორები, შეძლებისდაგვარად : )) დღეს ცუდი გოგო ვარ-ცოტა ჩიფსი ვჭამე და ლუდი დავლიე :-შ რა მექნა, ჩავუსხედით ყველა ერთად კინოს და კუთხეში ზურგით ხომ არ დავჯდებოდი : )) ხვალაც ასე და ზეგ უფრო გავამკაცრებ დიეტას. ბანანს ვაშლი შეცვლის (ტყლაპიც ხომ მოსულა?) და კვების ახალ რეჟიმზე გადავალ. ანუ არ შევჭამ დღის… Continue reading Day4

დ ი ე ტ ა

Day 2

გარშემო ყველა დიეტაზეა. დაგვეტყო გაზაფხულის მოსვლა : ) ისე, თბილ და მზიან ამინდში ეს პროცესი გაცილებით უფრო ადვილი ხდება. გარეთ გახვალ, ფეხით გაისეირნებ და კარგ ხასიათზეც იქნები (პირადად მე მზე კარ ხასიათზე მაყენებს). შეგიძლიათ მთელი დღე მარტო მაწონზე ან მოხარშულ კარტოფილზე იყოთ? მე არა 😦 იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ვჭამო ცუდად… Continue reading Day 2

დ ი ე ტ ა

Day 1

საზეიმოდ ვაცხადებ დიეტისა და ვარჯიშის პირველ დღეს! დილით გალათეაში ვიყავი. ვიქნიე ხელ-ფეხი და გადავიგრიხე კუნთები. დავასკვენი, რომ საკმაოდ მოუქნელი ვარ და შემრცხვა : ) აერობიკის დროს გულით მშურდა გამხდარი გოგოების, რომლებსაც  ზედმეტი წონა არ აწუხებთ და უზომოდ ნთქავენ საჭმელს. შემდეგი მისვლა შაბათს მაქვს და უფრო დიდხანს დარჩენას ვგეგმავ. ჩემი დღევანდელი მენიუ: უშაქრო ყავა, ორი ცალი… Continue reading Day 1

უაზრო პოსტები

მყუდრო

დღეს სიმყუდროვე აღმოვაჩინე! სპონტანურად, დაუგეგმავად და უცებ. პავლოვზე წასვლა ავტობუსით გადავწყვიტე და 85 ნომერში ავხტი. ფანჯარასთან დავჯექსი, ყურსასმენები გავიკეთე და “ტაბულას” ახალი ნომრის თვალიერება დავიწყე. მზე მანათებდა, ტომ იორკის ხმის გარდა არაფერი მესმოდა და ბაბუნაშვილის სვეტს ვკითხულობდი. ხომ არაფერია? ჭეშმარიტება უბრალოებაშია (თუ როგორც არის).

დ ი ე ტ ა

ვხდები

კატეგორიის პრემიერა მაქვს: დიეტა! რა შეიძლება ქალს სძულდეს ზედმეტ კილოგრამებზე მეტად? დიეტა, რა თქმა უნდა. ვარჯიშიც (ჩემნაირ ზარმაცებს). მაგრამ მოვიდა გაზაფხული, გახდომისა და თხელი ტანსაცმლის დრო. შესაბამისად, გადავდივარ დიეტაზე და აქტიურად ვიწყებ ვარჯიშს. ეს ყველაფერი ბლოგის გარეშეც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მერე ადვილად დავიკიდებდი. ახლა კი როგორ შევხედო ბლოგერებს თვალებში-მათ ხომ იციან რომ დიეტაზე ვარ და… Continue reading ვხდები

ყველაფერი ჩემ შესახებ

ფიქრნი ქათამსა ზედა

რამდენიმე დღის წინ ყავის დასალევად სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე წამოთხლაშულ გამოფატრულ ქათამს მოვკარი თვალი. იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა, რომ ცუდად გავხდი. აი მანდ ამენთო თავში ნათურა: ადამიანები გვამებს ვჭამთ! მკვდარ ხორცს, ლეშსა და მიცვალებულებს. მერე რა, რომ მარტო ცხოველებს და ფრინველებს ვეტანებით? სიცოცხლე ხომ მათშიცაა და სიკვდილის შემდეგ ისინიც ისეთივე გვამებად იქცევიან, როგორც ადამიანები. და საქონლის… Continue reading ფიქრნი ქათამსა ზედა

ყველაფერი ჩემ შესახებ

ჯანჯღარიზეიშნ

ვის შეგიძიათ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე თამამად წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება? ვინც არ უნდა იყოთ-მე მშურს თქვენი! მე კი არ შემიძლია, ან მეზარება… უფრო ამ უკანასკნელს ვემხრობი. რთული პერიოდი მაქვს, არ დავმლავ. ნასტასიას ჰქონდა ამაზე პოსტი. იმდენად ნაცნობი იყო ტექსტი, რომ ჩემი დაწერილი მეგონა. მაგრამ პოსტს ჰეფი ენდი ჰქონდა, ეს კი ჩემთან ჯერ არ ჩანს… Continue reading ჯანჯღარიზეიშნ

დასახარისხებელი პოსტები

Be positive

ქართულ რეალობაში პოზიტივის ნაკლებობაა. შევეჩვიეთ, რომ არაფერი არ ვარგა. ფაქტია, როგორ შეგეკამათოთ? არაპროფესიონალიზმი ყვავის, უნიჭობა ზეიმობს და ამ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხში სიმართლის დიდი წილია. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც საქმე მართლა კარგად გამოსდით? ან უკეთესობისკენ იცვლებიან? რატომ დაგვიჩლუნგდა პოზიტივის აღქმის უნარი : ( ვაღიარებ: რომ მომწონს თიკას და ვანოს წაყვანილი “ნიჭიერი” რომ “ნანუკას შოუ” იხვეწება… Continue reading Be positive