ყველაფერი ჩემ შესახებ

ფიქრნი ქათამსა ზედა

რამდენიმე დღის წინ ყავის დასალევად სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე წამოთხლაშულ გამოფატრულ ქათამს მოვკარი თვალი. იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა, რომ ცუდად გავხდი. აი მანდ ამენთო თავში ნათურა: ადამიანები გვამებს ვჭამთ! მკვდარ ხორცს, ლეშსა და მიცვალებულებს. მერე რა, რომ მარტო ცხოველებს და ფრინველებს ვეტანებით? სიცოცხლე ხომ მათშიცაა და სიკვდილის შემდეგ ისინიც ისეთივე გვამებად იქცევიან, როგორც ადამიანები.
და საქონლის ხორცი? სისხლიანი, წითელი ქსოვილი, რომელიც გემრიელ მწვადად ან რაიმე სხვა კერძად იქცევა? დროულად რომ არ მოხარშულიყო ან შემწვარიყო ეს ჩვენი პოტენციური მწვადიც ხომ მატლების და ჭიების საჭმელი გახდებოდა?
ჩვენ მათ, უბრალოდ, დავასწარით.
გამარჯობა, ვეგეტარიანელებო! ახლა მესმის თქვენი🙂 თუ ამ ჩემმა შეშფოთებამ მალე არ გამიარა, მაშინ თქვენს რიგებში მიგულეთ და ერთად ვჭამოთ კომბოსტო და სტაფილო. ჩვენმა წილმა ძროხებმა და ღორებმა კი მშვიდად იბალახონ.

2 thoughts on “ფიქრნი ქათამსა ზედა

  1. უსაყვარლესი სურათია, გოჭის ფეხებს შეხედე😀 და დრანცალა ძროხაჩო :X

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s