პრობლემური პოსტები

იძებნება სამსახური

რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთი ბანკის მიერ გამოცხადებულ ტესტირებაზე ვიყავი. ცოტა არ იყოს და, ვინაგლე–უმუშევრობის პიკში ორი სამსახური მომინდა! შესაძლებლობა იყოს და სამსაც ავიტან, მაგრამ სადაა? მოკლედ, ამაზე მერე.  ამ გრძელ მონოლოგს ის რიგი გვაშორებს, რომელიც ბანკის კართან დამხვდა. ორმოცამდე ახალგაზრდა მორჩილად იდგა და თავის რიგს უცდიდა. ვინ აღარ შემხვდა აქ: ჯგუფელები (“აბა ჟურნალისტიკაში არაფერია და… Continue reading იძებნება სამსახური

უაზრო პოსტები

მე ვარ მე. შენ ხარ შენ?

ადამიანები საკუთარ თავს ძალიან ცუდად ვიცნობთ.  თითქოს მარტო ბიოგრაფიითა და ზერელე პიროვნული დახასიათებებით შემოვიფარგლებით. არადა, ვინ იცის რა ხდება იქ, სიღრმეში. ოდესმე მოგისმენიათ თუ არა თქვენი შინაგანი მე–სთვის? დამჯდარხართ სიწყნარეში, დაგიხჭავთ თვალები და შეგიგრძნიათ თქვენი ეგოს ფუთფუთი?  ჩაგიხედავთ სარკეში და გიკითხავთ აზრი ორეულისთვის? არა, არ ვაკეთებთ ასე. არ ვცდილობთ გავიცნოთ ის ადამიანი, ვის სახელსაც ვატარებთ.… Continue reading მე ვარ მე. შენ ხარ შენ?

ყველაფერი ჩემ შესახებ

ღრუბლიანი შაბათი

რა შეიძლება იყოს შაბათობით მუშაობაზე უფრო დიდი ბოროტება? კვირას მუშაობა. და მე ორივე ბედნიერება მაქვს : ) ფანჯრებიდან coldplay-ს fix you შემოდის და მინორულ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს. მეძინება და ამ წვიმიან ამინდში ჩემს თბილ, მოხერხებულ ლოგინში წოლა მინდა. მაგრამ წინ იმდენად სასიამოვნო საღამო მელოდება, რომ მზად ვარ უპრეტენზიოდ ვიშრომო დღეს. პ.ს. სულ მაინტერესებდა, რატომ წერენ ასეთ… Continue reading ღრუბლიანი შაბათი

სატელევიზიო შუები · ყველაფერი ჩემ შესახებ

obsession #2

წინა დღეს თანამშრომელმა აუზზე გაგონილი ამბავი მომიყვა: ერთ–ერთი პოტენციურად გარუჯული გოგოს დაქალი ლონდონში ყოფილა კონფერენციაზე, სადაც სასტუმროში იცით ვის შეხვედრია? თვით ბრედ პიტს! ლიფტიდან გამოსულს შეჩეხებია და გული გახეთქია ლამის სიხარულისგან და გაოცებისგან. მაკო ხომ არაფრთოვანა ამ ამბავმა და მეც მომიყვა. მე კი ვერ გავიხსენე, ვისი ნახვა გადამრევა და გადამიყვანდა ჭკუიდან. სათიტაოდ გავიხსენე საყვარელი მსახიობები,… Continue reading obsession #2