დ ი ე ტ ა

Day 2

გარშემო ყველა დიეტაზეა. დაგვეტყო გაზაფხულის მოსვლა : ) ისე, თბილ და მზიან ამინდში ეს პროცესი გაცილებით უფრო ადვილი ხდება. გარეთ გახვალ, ფეხით გაისეირნებ და კარგ ხასიათზეც იქნები (პირადად მე მზე კარ ხასიათზე მაყენებს).
შეგიძლიათ მთელი დღე მარტო მაწონზე ან მოხარშულ კარტოფილზე იყოთ? მე არა😦 იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ვჭამო ცუდად მხდის. მინუს ცომი და შაქარი-ჩემი პრინციპი. ვნახოთ, რა გამოვა.
დილით კუნთები ამტკივდა. გაუმარჯოს აერობიკას! ესე იგი, სწორად მივარჯიშია. პრესის კუნთების თითო წამოტკიებაზე სწორი და გლუვი მუცელი წარმომიდგება თვალწინ. იმედი მაქვს, მალე ვიხილავ სარკეში (ან თუნდაც მერე, არა აქვს მნიშვნელობა).
დღეს მაგდუმ მითხრა შენი ბლოგი წავიკითხეო. მაგდუ გამარჯობა🙂
დღევანდელი მენიუ: უშაქრო ყავა, უცხიმო ყველი, სოკოს სალათა და ცოტა ისპანახი, იოგურტი და სამი ცალი ბანანი. ახლა გრეიფრუტს მივირთმევ და მორჩა, ხმის ამომღები არ ვარ.
დღეს ნინო ვნახე და ვაკიდან შარდენამდე ფეხით ვიარეთ, მააშ :-> მე კუნთები მტკიოდა, მას ქუსლებზე ეცვა-დაგვაფასეთ!
აერობიკა ზეგ მაქვს, ხვალ ჩემით წავივარჯიშებ.

4 thoughts on “Day 2

  1. ras ambob ra banani? tan sami cali? :d ar sheidzleba saertod bananis chama dietis dros. chatvale tyuilad gidietia:)

  2. ვერ გავუძელი ცდუნებას :-შ სხვა დროს მაგ სამ ბანანს სამი ხაჭაპურიც მოყვებოდა,, ასე რომ ტყუილად არ მიდიეტია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s