დღის ფოტოები

დღის ფოტო

დღეს ცისფერი ორშაბათი ყოფილა, წლის ყველაზე რთული და დეპრესიული დღე. გაურკვეველია, რატომ ჰქვია ცისფერი და არა შავი, ან ნაცრისფერი ორშაბათი. საერთოდაც, რას ერჩიან, მშვენიერ ხასიათზე ვარ 🙂 ესეც დღის ფოტო, ბარნი და რობინი.

Busasa

მე და ჩემი კატა

ვისაც არ გყავთ კატა, აუცილებლად იყოლიეთ. ასეთი თბილი, ღუღუნა და მყუდრო ცხოველი ყველას სახლში უნდა დადიოდეს თავისი რბილი თათებით. სამსახურიდან დაბრუნებულს კართან მელოდება ფართოდ გახელილი თვალებით. ხელში ვიყვან და გულში ვიკრავ. კრუტუნს იწყებს. ჯერ ჩუმად, მერე თამამდება, ხმას უწევს, ხელებს მილოკავს და კუდს ნაზად აქნევს აქეთ-იქით. ძირს ვსვამ და დერეფანში პალტოს გასახდელად გავდივარ. ამას ჰქონია,… Continue reading მე და ჩემი კატა

დასახარისხებელი პოსტები

Think positive, think big!

დღეს დილით ფეისბუქზე ქავერი შევცვალე:   ცოტა ხმამაღალი განაცხადია. ადამიანები, რა თქმა არ უნდა, არ იცვლებიან და რჩებიან ის, რაც გუშინ და გუშინწინ იყვნენ.  სამაგიეროდ, ისინი ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებს იცვლიან, ე.წ. ატიტუდებს (ეს უაზრო თარგმანი ერთ-ერთ აუდიტორიაშია გამოკრული და ყოველ შეხედვაზე სიცილით ვკვდები). Attitude.  ეს დამოკიდებულებები გვიქმნიან მერე იმ მომავალს, რომელშიც ვცხოვრობთ. ოპტიმიზმი სხვა არაფერია, თუ… Continue reading Think positive, think big!

დასახარისხებელი პოსტები · პრობლემური პოსტები

განა რამდენს ვითხოვ?

მათხოვრებს სულ ვეხმარები. რა ცუდი სიტყვაა ისე მათხოვარი. ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ასე სჯობს. როდესაც ამ თხოვნით მოდიან, უარს ვერ ვეუბნები და განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მაქვს საფულეში, სულ ვაძლევ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პოსტით საკუთარ გულკეთილობას და ხელგაშლილობას სულაც არ ვუსვამ ხაზს. ასე იმიტომ უფრო ვიქცევი, რომ მერე საკუთარ სინდისთან მართალი ვიყო. ეგოიზმი.… Continue reading განა რამდენს ვითხოვ?

Busasa

ბუსას კასტრაცია

კასტრაცია ძალიან ბოროტი სიტყვაა და სულ სტერილიზაციას ვხმარობ. არადა, სტერილიზაცია მდედრებს უტარდებათ და მილების გადაკვეტვას ნიშნავს. კასტრაცია კი რაც არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით 🙂 ჩემი ბუსა ბიჭია. ორი თვის იყო რომ მომიყვანეს და იმ დღიდანვე ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი მის გამრავლების საკითხთან დაკავშირებით. ჩავუჯექი ინტერნეტს, სხვების გამოცდილებებს და გადავწყვიტე, რომ როდესაც შესაბამის ასაკს მიაღწევდა, წამეყვანა… Continue reading ბუსას კასტრაცია