დასახარისხებელი პოსტები

Missing

ჰაერივით მაკლია. აი, ელემენტი რომ უჯდება ტელეფონს და ჯერ სამი ხაზი რჩება, მერე ორი, მერე ერთი და ბოლოს რომ ითიშება. ერთ ხაზზე ვარ და მალე ციმციმს დავიწყებ. ანუკი მენატრება. ვერაფერი ვერ შეცვლის ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და როგორ მიხარია, რომ მალე ჩამოვა! და სრულად დავიტენები.  

დასახარისხებელი პოსტები

15 მარტი

ერთი წლის წინ ამ დღეს პარასკევი იყო, სამსახურში ვიყავი და ბავშვებს ველოდებოდი, ელენესთან უნდა წავსულიყავით.  დალევას ყველა აპირებდა. მე-ცოტას, რადგან აცრების გამო რამდენიმე თვე წვეთი ალკოჰოლი არ მიმეღო და ვფრთხილობდი.  მიუხედავად ამ გმირული გადაწყვეტილებისა, ბოლო ფხიზელ კადრში ოტიას და გულეს ვხედავ, რედ ბულში არაყს რომ მისხამენ 🙂 მერე ყველაფერი ბუნდოვანია. არ ვიცი, რატომ მოვძებნე ლევანი… Continue reading 15 მარტი