დასახარისხებელი პოსტები

Writer’s block

იმდენ რამეზე მინდა წერა: პირადზე, სამსახურზე, სწავლაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, იმაზე, ამაზე… გავხსნი ბლოგს, ავკრეფ ერთ-ორ სიტყვას, დავხურავ. და ასე რამდენჯერმე. აი, გავალ შვებულებაში და მერე გავაქტიურდები აქ ❤

დასახარისხებელი პოსტები

ბაბუ

ჩემი სამსახურის სასადილოში ერთი მოხუცი კაცი მუშაობს. დილაობით სურსათის მძიმე ტომრებით დატვირთულს ვხედავ, შუადღეს კი მაგიდასთან მარტო მჯდარს და მოსადილეს. ჭაღარაა, სულ სუფთად და მოწესრიგებულად აცვია. მე მიყვარს მოხუცები. მინდა ბედნიერები, ჯანმრთელები და დასვენებულები იყვნენ. მეცოდება ბაბუ, მძიმე ტომრებს რომ დაათრევს, მაგრამ, თან პატივისცემითაც ვიმსჭვალები მის მიმართ-ცხოვრებას რომ არ უშინდება და თავის საქმეს აკეთებს. დღეს… Continue reading ბაბუ

დასახარისხებელი პოსტები

*****

ხანდახან მგონია, რომ სუპერმენი ვარ. აბა სუპერმენი რომ არ ვიყო, როგორ მოვასწრებდი სრულ განაკვეთზე მუშაობას, სწავლას, სახლის დალაგებას, საჭმლის კეთებას, ქმარს, მეგობრებს, ოჯახს ერთად? ხომ არ ჯობია ამ ყველაფრის ნაცვლად დავჯდე და ვიწუწუნო, როგორი დაკავებული ვარ და როგორ არაფრისთვის მრჩება დრო? არ ჯობია!