დასახარისხებელი პოსტები

მე და სვუპი

ცოტა შორიდან დავიწყებ: 2007 წელს ციფრული ფოტოაპარატი ვიყიდე, რომელსაც ჩასადები არ მოყვა. იმდენად ეიფორიაში ვიყავი, რომ ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციე და, მოგვიანებით შევიძენ-თქო, ვიფიქრე. 2011 წელს ის ბებერი ციფრული ისე დამეკარგა, რომ ჩასადები არ ეღირსა. ვერაფრით მოვაბი თავი ახლის ყიდვას: ხან გასვლა მეზარებოდა, ხან ვიზუალურად არ მომწონდა, ხან ფული არ მქონდა თან და ასე.… Continue reading მე და სვუპი

ყველაფერი ჩემ შესახებ · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

მეტი ვიძინოთ

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თერთმეტის ნახევარია და უმრავლესობას უკვე დიდი ხანია გვღვიძავს, დარწმუნებული ვარ, რომ თვალებს მაინც ძლივს ვახელთ, მოთენთილები ვართ და დილის საათებში დიდი პროდუქტიულობითაც არ გამოვირჩევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძილი გვაკლია. ძველი, მშობლიური, ტკბილი ძილი. ამბობებ, რომ, სულ მცირე, რვა საათი უნდა გეძინოს. იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისით… Continue reading მეტი ვიძინოთ

ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი კბილის სევდიანი ისტორია

I’m going to face one of my biggest fears! გუშინ ჩემმა კბილმა კიდევ ერთი სტიმული მომცა: ჩამოტყდა. პრინციპში, საკმაოდ დიდხანს გაძლო: შვიდი წლის წინ დავიპლომბე, მგონი. ჰოდა, გუშინ ამოუვიდა ყელში ყველაფერი და წაბლის ხრამუნის დროს ჩამომტყდა. არ მტკენია და არც მტკივა. მაგრამ, მთელი ღამე იმის შიშში ვიყავი, რომ ამტკივდებოდა და კელდებზე გამიყვანდა. საწოლის გვერდით დავილაგე… Continue reading ჩემი კბილის სევდიანი ისტორია

უნივერსიტეტი

Building a Team

უკანასკნელი ერთი კვირა ძალიან სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გავატარე ახალ  ჯგუფელებთან და ავსტრიელ ლექტორთან ერთად. წინა პოსტებში ვწერდი, რომ ჩემი სამაგისტრო არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვიყავი და სასწავლო პროცესზე დიდ იმედებს ვამყარებდი. ვინც კარგად მიცნობს ისიც ეცოდინება, რომ იშვიათად ვარ რაიმეთი კმაყოფილი. განსაკუთრებით კი-უნივერსიტეტით. ჩემი ინტუიცია არ შემცდარა.  მორიგ საგანს “ჯგუფის დინამიკა” ერქვა და ერთი კვირის განმავლობაში… Continue reading Building a Team