პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ვართ თუ არა ტოლერანტულები?

წინა დღეს ლექციაზე კამათი ატყდა:
ვართ თუ არა ქართველები ტოლერანტულები?
მე ვთვლი, რომ არა. ჩემი ჯგუფელი თვლის, რომ კი.
ისე, ეს მარტო სალექციო თემა არ არის. ბევრგან შევსწრებივარ ასეთ გარჩევას და, საბოლოოდ, მაინც არ არის გარკვეული ჩვენი შემწყნარებლობა/არშემწყნარებლობის საკითხი.
უცხო ენათა ლექსიკონში  “ტოლერანტობა” ასეა განმარტებული: მომთმენი, შემწყნარებელი. სხვისი აზრებისა და რწმენის შემწყნარებლობა.
საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული აღმსარებლობა, ტრადიციები, რასა თუ სექსუალური ორიენტაცია აქვთ. ერთია, რომ ცხოვრობენ. მეორეა-როგორ. სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს დღეს ქუჩაში ქვებს არავინ უშენს, მაგრამ ნუთუ არავის გვინახავს გაწიწმატებული მართლმადიდებელი, რომელიც სხვა რელიგიის ადამიანს (უხეშად რომ ვთქვათ) ჯვარს ურტყამს თავში? არ შევსწრებივართ რელიგიური ნიშნის მიხედვით დევნას? ფაქტია, რომ ქართველები სხვის რწმენას პატივს არ ვცემთ. არც რწმენის უქონლობას. პირდაპირ მოვალეობად მივიჩნევთ ვიქადაგოთ ჩვენი რელიგია და ამ დროს ჩვენვე ვარღვევთ მის უმთავრეს მცნებას-თავისუფალი არჩევანის უფლებას.
რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. პირადად მე არ გამოვდივარ არც მხარდამჭერად და არც დამგმობად. ვთვლი, რომ ნეიტრალიტეტი მიჭირავს და სხვისი ჰომოსექსუალობა მე არ მეხება. მაგრამ ნეტავ რამდენი ნაცემ/ნაბეგვ/ნადევნი ჰომოსექსუალისტი ახსოვს საქართველოს? რამდენჯერ დარღვეულა მათი უფლებები? მე, მაგალითად, არც მათ ქორწინებას ვუჭერ მხარს და არც ჰომოსექსუალი წყვილების ხილვა მიხარია, მაგრამ ჩემს პირდაპირ მოწოდებად მათ დევნას და ალაგმვას არ მივიჩნევ. ყველას აქვს თავისი ცხოვრება და არჩევანის თავისუფლება-მორჩა. მესმის იმ ოჯახების, სადაც ჰომოსექსუალიზმი პრობლემად დგას, მაგრამ არ მესმის ახალგაზრდა ბიჭების, რომელიც მთელი დღე ქუჩაში დგანან და ხშირად წიხლქვეშ ჰყავთ გაგდებული “ცისფერი” .
ისე, ფროიდის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებიც ასე მძაფრად რეაგირებენ ჰომოსექსულიასტებზე, ქვეცნობიერში თავადაც აქვთ ასეთი გადახრები. რომელი მათგანი  აღიარებს ამას? არცერთი. მაგრამ ქვეცნობიერი იმიტომაა ქვეცნობიერი, რომ ვერ გრძნობ და ვერ იაზრებ. დავეთანხმო ძია ზიგმუნდს?
რასა? რომელი მშობელი შეეგუება ადვილად ოჯახში შავკანიანის ან წვრილთვალება ადამიანის შემოსვლას? ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებს ამის გამო ერთმანეთი დაუკარგავთ.
სულაც რომ დავანებოთ თავი სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქართველებს ერთმანეთიც ვერ აგვიტანია. არ გაგიგიათ მეგრელების და ქართველების ცალ-ცალკე დაყოფა? თავის მართლება, რომ “მეგრელი კი ვარ მაგრამ ისეთი არ ვარ, სხვანაირი ვარ“?
და ამის მერე ჩვენს ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ. არ ვართ, ბატონებო, ტოლერანტი ერი და რა ვქნათ? ჩემმა ჯგუფელმა ამ არგუმენტების სანაცვლოდ მითხრა, რომ შეიძლება რაღაცაში ვიყოთ შემწყნარებლები, რაღაცაში კი-არა. აი ის, თუ რაში ვართ ტოლერანტები, ვერ მითხრა.
რაში ვართ?

16 thoughts on “ვართ თუ არა ტოლერანტულები?

  1. აბსოლუტურად გეთანხმები. სხვა ერებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ქართველი ერი რომ არატოლერანტულია, ამაში კაი ხანია დავრწმუნდი. რელიგიას, სექსუალურ ორიენტაციას და რასას თავი რომ დავანებოთ, გარეგნულად ცოტა განსხვავებულად თუ გამოიყურები და საზოგადოებრივ ნორმებში არ ჯდები, ხალხისგან აგრესია მოდის. 19-20 წლის ასაკში მქონდა ეს პრობლემა, როცა ჩაცმულობის გამო აგრესიულ მზერას მაყოლებდნენ გამვლელები, რამდენჯერმე ჭკუის სწავლებასაც ქონდა ადგილი… გარეგნობაზე ასეთი რეაქცია რომ ექნებათ, იქ უკვე არაფერია გასაკვირი. ბევრს შეუძლია ადამიანი მარტო იმიტომ გათელოს, ცემოს, დაამციროს და მოკლას კიდეც, თუ მის გემოვნებაში არ ჯდება. რომელ ტოლერანტობაზეა საერთოდ ლაპარაკი?

  2. ამ “ეტაპზე”, არ მაინტერესებს ჰომოსექსუალისტები, საბანაოდ შევდიოდი და წყალი დამიწყვიტეს – აი, სანამ ასეთ ელემენტარულ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებენ საქართველოში, არც ტოლერანტობა იქნება და არაფერი. მართლა ნორმალურ ქვეყანაში ხომ არ გგონიათ თავი? ჰომო კი არა, ჰეტეროები სად დაიმალონ, აღარ იციან😐 (მომიტევე ასეთი კომენტარი, ნატა, so very damn გაბრაზებული ვარ უწყლობის გამო.)

  3. სად რომელ პრობლემას ვეცეთ მართლა, ყველგან ერთი და იგივეა😡 მოვიდა წყალი, იმედია :*

  4. შენ შიმშილობ ახლა და ქყევალფერს მუქ ფერებში ხედამ მიტო.
    ხვალ გადი პრეგოში კაპრიჩოზა შეჭამე და ესპრესო დააყოლე მერე მოდი სახლში და თავიდან დაწერე ეს პოსტი. ნახე როგორი ტოლერანტები გამოვალთ.

    აჰა თემის ირგვლივ:
    http://bit.ly/aJx2qG
    http://bit.ly/97SziT

  5. ნეტავ მართლა ჩემი დიეტის ბრალი იყოს ყველაფერი : )) პრეგო ყველაზე ბანძი პიცერია მსოფლიოში, იმჰო😛

  6. ახლა პიზაში არ მიჭამია.

    აბა, კაი რომელია?
    ფიორინო? თუ ფანტასტიკო?

  7. ფანტასტიკოც, პანეტერიაც და ფიორინოც ჯობია პრეგოს : )მე ვაჟაზე ვიყავი პრეგოში და იმდენად კატასტროფა პიცა მოიტანეს, რო რავიცი :-??

  8. ადრე დავდიოდი ვაჟაზე და კაი იყო? ალბათ ღუმელი გაუფუჭდათ და თონეში გამოაცხეს.

    ახლა ფანტასტიკოში დავდივარ ხოლმე. იქ მუზიკებია და რამე.

    ნუ პანატერიის პიცები მაგარია ძაან. სახლში ვუკვეტავ ხოლმე. ახლაც მაქვს🙂

  9. აი ამ ბოლო ფრაზის თქმა აუცილებელი იყო? : ((( მინდამინდამინდამინდამინდა. ჰაჰ რა შუაშია ეს ყველაფერი ტოლერანტობასთან🙂

  10. პირდაპირი კავშირია.
    არა ტოლერანტი ადამიანი იტყვის: რა დროის პიცაა, როცა ხაჭაპური გვაქვსო.
    ტოლერანტი კი იტყვის, რომ ჩვენია თუ სხვისია, პიცა ძალიან გემრიელია.
    ერთგვარი კულინარული ტოლერანტობაა🙂

  11. აქაც ვამტკიცებ ჩემს ტოლერანტობას? : )) არც ერთზე არ ვიტყოდი უარს, თვით პრეგოს პიცაზეც კი😦

  12. მე ვთვლი, რომ ტოლერანტულობა ერის შტრიხი ვერასდროს იქნება. ეს უფრო ინდივიდის თვისებაა.
    საერთო ჯამში, ვერცერთ ქვეყანას დაადებ ხელს და იტყვი, რომ ტოლერანტულები არიან. იმიტომ რომ, ის რასაც ჩვენ მედია გვაწვდის, ხშირ შემთხვევაში სულაც ვერ ვრცელდება მთელს ერზე.
    მაგალითად, თუნდან USA რომ ავიღოთ, “ტოლერანტების მამა”, სახელმწიფო დონეზე ნაკლებად ჩანს, მაგრამ ადამიანურ დონეზე, ბევრი დისკრიმინაციის ფაქტი ხდება, ხომ?

    ავიღოთ გერმანია: ტოლერანტი ერია? არ ვგულისხმობ ნაციზმს. ახლანდელ დროს ვგულისხმობ. სტუდენტური ვიზის გასაგრძელებლად რომ შედიხარ, ნომერი უნდა აიღო და დაელოდო. ამერიკელები, ჩინლები, კანადელები უნომროდ შეჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ვიზა ყველას ერთანირი გვაქვს და “დანარჩენი მსოფლიო უღირსი იყო” უნომრობის. ალბათ, იმიტომ რომ იმ სამს ბეეევრი ფული აქვს და ჩინელებს ხომ საერთოდ უძვრებიან ესენი. ეს არაა ტოლერანტი სახელმწიფოს ქმედება🙂

    რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დროში ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩებით ევროპას, საბჭოთა კავშირის გამო. ის ინფორმაცია და გზა, რაც მათ სამოციანი წლებიდან მოყოლებული გამოიარეს, ჩვენთან სულ რაღაც 15 წელია ფეხს იკიდებს. ნუ მოვთხოვთ ერს 1 ღამეში აზრის შეცვლას.🙂
    30 წლის წინ ევროპაში დაუქორწინებელი წყვილი სასტუმროში ნოემრს ვერ იღებდა, გეი წყვილზე რომ არაფერი ვთქვათ.

    და ბოლოს, აბსოლუტურად ტოლერანტულად თუ არა 90% ტოლერანტულად ვთვლი თავს. არავის რწმენასთან პრობლემა არ მაქვს, თუკი ეს რწმენა უშუალოდ ჩემს არსებობას საფრთხეს არ უქმნის. მე არავის ვუქმნი ჩემი რწმენით საფრთხეს, მაგრამ ერთ ასპექტზე გაამახვილეთ ყურადღება: საქართველოშიც და გერმანიაშიც, რაც უფრო ლოიალური ხდება უმრავლესობა, მით უფრო არატოლერანტულია უმცირესობა. მაგ.: ჩემთვისაც ხშირად შემოუხედავს ათეისტს დამცინავი მზერით, მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ მის “რწმენის არ ქონას”. ასე რომ, არატოლერანტულობა მხოლოდ უმრავლესობის პრობლემა არაა .

    დედა, როგორ არ დამეზარა, მაგრამ კარგი პოსტი იყო🙂

  13. და ასეთი კარგი კომენტარი სპამში იყო ამდენი ხანი? ჩემი სიკვდილი! რწმენაზე გეთანხმები ორივე ხელით, საკუთარ თავში დაურწმუნებელი ათეისტები მეც მხვდებიან. სსრკ-მ მართლა ჩამოგვარჩინა ყველაფერს, მაგრამ სექსუალური უმცირესობების საკითხი, მგონი, სულ ასე იქნება. მოკლედ, არ ვართ ქართველები მიდრეკილი ტოლერანტობისკენ, იმჰო. გინდა ინდივიდუალურ და გინდა მასშტაბურ დონეზე. საკუთარ თავშიც ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე რაღაც “ისეთს”🙂

  14. ამერიკაში ძალიან ნაკლებად.
    საერთოდ კანონმა თუ საშუალება მისცა ადამიანი ძაან საზიზღარი არსებაა. ამერიკაში არ აძლევს მაგის საშუალებას. შენთვის გულში რაც გინდა ის იყავი.

    ამიტომ უცხოელისთვის ძალიან კომფორტულია იქ ყოფნა. ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის ესე. მაინც ზემოდან გიყურებენ.
    თუმცა არის გამონაკლისებიც. სკანდინავია, ჰოლანდია.

  15. გეთანხმები. ქართველ ერს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობამდე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s