არმატურას დღიურები

ე ლ ე ნ ე

ელენე პირველად მარის დაბადების დღეზე ვნახე. მაშინ მარი ჩემს სანაცნობოში ერთადერთი არქიტექტორი იყო და არქიტექტურაც ჩემთვის მარის ბლოგივით მხიარული, ფერადი და პოზიტიური სფერო მეგონა. სფეროსი არ ვიცი და ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეს ვნახე, სწორედ ასეთებად მომეჩვენენ. განსაკუთრებით კი ერთი, ფოტოაპარატიანი და ხუჭუჭთმიანი, რომელიც ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიოდა. მაგალითად, მან მოიფიქრა მარისთვის დაგვეწერა ლექსი, თითოს თითო… Continue reading ე ლ ე ნ ე

არმატურას დღიურები

დასაწყისი

ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, ცალ-ცალკე. ჩემი პირველი მეგობრული ჯგუფი არმატურა იყო.  არმატურა ზუსტად რას ნიშნავს, დღემდე არ ვიცი. ჩემთვის,უბრალოდ, რაღაც რკინებს. ჩემი არქიტექტორი მეგობრებისთვის, ალბათ, უფრო მეტს. გუნდი მარიმ შექმნა, რამდენიმე წლის წინ. ბევრჯერ მთხოვა, ითამაშე ჩვენთანო და, ერთხელაც, დავთანხმდი. გუნდში ხუთნი დამხვდნენ, ხუთივე არქიტექტორები: ელენე, თამუნა, ოტია, ლევანი და თავად მარი. თავიდან ერთმანეთს მხოლოდ… Continue reading დასაწყისი

დასახარისხებელი პოსტები

ბნელი დღე

დილით იღვიძებ და ბნელა. საათს დახედავ-ცხრა საათია. არც ისე ადრეა და არც ისე ზამთარია, რომ ამ დროს დღის შუქი არ იყოს. მაინც თავს იმშვიდებ, ნოემბერია და რა მოხდაო. ძილის შებრუნებას ცდილობ, მაგრამ შენმა ორგანიზმმა არც შაბათი იცის და არც-კვირა. აღარ გეძინება, თითქოს სამსახურში მიდიოდე. ლოგინში წამოჯდები, იოტას მოიმარჯვებ და ცდილობ რაიმე წაიკითხო. არა, არ გეკითხება.… Continue reading ბნელი დღე

პრობლემური პოსტები

სხვისთვის ცხოვრება

ფეისბუქზე ყველა ვართ. ვინც არ ვართ, ვერ ვართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა მიჩნდება იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც არ არიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულები. არადა, ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სწორედ ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, თავისთვის, და არა-ჩვენ. 554 ფრენდი მყავს. ჩემი ჩათვლით-555. ყველა თუ არა ნახევარი მაინც სრულ ისტერიკაში ვართ ჩავარდნილი: თაგები, ჩექ ინები, შეარები…… Continue reading სხვისთვის ცხოვრება