პრობლემური პოსტები

მე და კომპანია “მილანგი”

Here’s a story: “მილანგი” არის მინის ტარისა და ეგეთი რაღაცების მწარმოებელი კომპანია გორიდან, კერძოდ კი შინდისის გზატკეცილიდან.  მათ მომხმარებლებთან უკვე ორი წელია ინტენსიური კონტაქტი მაქვს და შეძლებისდაგვარად ვაკვალიანებ. რატომ? იმიტომ, რომ მუდმივად მირეკავენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ მილანგს საკონტაქტო ინფორმაციაში ჩემი ნომერი აქვთ მითითებული. რატომ? აბა, მე რა ვიცი?! ტელეფონის ხსენებული ნომერი 2001-2003 წლიდან ჩემი… Continue reading მე და კომპანია “მილანგი”

მედია პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

გული მწყდება, რომ ვერასდროს ვერ ვნახავ ქართულ ისტორიულ სერიალს დავით აღმაშენებლის ან სხვა მეფის ზეობის ხანის შესახებ. შეიძლება ვნახო კიდევაც, მაგრამ  ის არასდროს არ იქნება ისეთი კარგი და ხარისხიანი, როგორიც ჩემი პოსტოს სათაურია. რატომ? 1) ფილმში იქნებიან დუტა, ნანკა, რუსკა, მუსკა და ყველა ის ადამიანი, ვისი დანახვაც აღარ შეგვიძლია. თან მე მეჩვენება თუ მართლა ასეა,… Continue reading ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

ახალი მსოფლიო წესრიგი

არა, ახალი მსოფლიო წესრიგი  არ ჩამოყალიბებულა, მე ჩამოვუყალიბე ჩემს თავს ახალი რეჟიმი. პატარა რომ ვიყავი მინდოდა, რომ ძალიან მალე გავზრდილიყავი: მეკეთებინა ის, რაც მინდოდა და, რაც მთავარია-როცა მინდოდა. ვერ ვიტანდი დილით ერთი და იგივე დროს ადგომას, ერთი და იგივე დროს ჭამას, ერთი და იგივე დროს დაძინებას… მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ურეჟიმოდ ცხოვრება საშინელებაა და ბედნიერია… Continue reading ახალი მსოფლიო წესრიგი

Fashion as I see it

უთხარი არა შავს

რა მოხდება, ერთ დღესაც საქართველოს პრეზიდენტმა (ან ვინმემ) შავი ფერის ტანსაცმლით სიარული რომ აკრძალოს? არ შეიძლება, რომ ღვედების მსგავსად, ჯარიმა დაწესდეს? მერე რა, რომ უღვედოდ სიარული სიცოცხლისთვისაა საშიში და შავი ტანსაცმელი კიდევ არავის არაფერს უშავებს? ეს თქვენ თვლით ასე. მე კი მგონია, რომ მუდმივად შავი და მუქი ფერების ყურება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბოლოსდაბოლოს,… Continue reading უთხარი არა შავს

სატელევიზიო შუები · ყველაფერი ჩემ შესახებ

Boys, boys, boys ^_^

ისე, სექსუალურობა როგორი სუბიექტური ცნებაა, არა? არც გარეგნობა რომ არ განსაზღვრავს და არც სტერეოტიპები, გესექსუალურება და მორჩა! მე, მაგალითად, ჯეიმს ფრეინი მომწონს. ძალიან.  იგივე ფრანკლინი, თრუ ბლადიდან. შეშლილი, არანორმალური, ფსიქოპათი, რომანტიული და თავისებურად მოსიყვარულე ვამპირი.  და აქცენტი, ხმა. მოგისმენიათ მისი საუბარი? არ ვიცი, ბრიტანულად უქცევს თუ სადაურად, მაგრამ ძალიან სექსუალური ხმა აქვს ❤ მეორე შეშლილი,… Continue reading Boys, boys, boys ^_^

ყველაფერი ჩემ შესახებ

exam time

იცით რა მიყვარს ყველაზე ძალიან? ბევრი საქმე. თან, მრავალფეროვანი, საინტერესო, შემოქმედებითი. ნუ, მეტნაკლებად მაინც. ადრე ვწერდი ასეთ გაწამაწიაზე. და მაშინაც ძალიან მომწონდა. ახლაც იგივე დღეში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირა რადიკალურად ამოვარდნილი ვარ და ვიქნები ჩემი ჩვეული რეჟიმიდან, ვერ შევძლებ მეგობრების ნახვას და ფილმების ყურებას, ავტობუსში მომიწევს ჰენდაუთების კითხვა და, მოკლედ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცხოვრება,… Continue reading exam time

ყველაფერი ჩემ შესახებ

მე-სასწორი

აბა, ხელი აწიეთ, ვის გჯერათ ჰოროსკოპების (მე ხელს არ ვიწევ) ახლა კი მათ აწიონ ხელი, ვინც საკუთარ ზოდიაქოში თავის თავს პოულობს (ხელს ვიწევ) მაგალითად: სასწორი ვერ იტანს უხეშობას, თუმცა ამვდროულად თავადვე შეუძლია უბოდიშოდ გამოგირთოთ ტელევიზორი, თუ ჩათვლის რომ ძალიან ხმამაღლა მუშაობს ^_^ მოჩხუბრებს კეთილ ფერიად ევლინება, თუმცა მეორე წუთას, შესაძლოა აყალმაყალის ამტეხად თავადვე მოგვევლინოს ^_^… Continue reading მე-სასწორი