დასახარისხებელი პოსტები

I’ve found my dream!!!

ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ერთ დღესაც მივხვდი, თუ რაზე ვოცნებობ და რა მინდა ყველაზე მეტად. აქამდე როგორ ვერ მივხვდი! მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხომ მისი კონკრეტულად დასახვაა. ჰოდა, ოცნების ასახდენადაც, ალბათ, მისი მკაფიოდ გაცნობიერებაა საჭირო : )  ლა ლა ლა 

უაზრო პოსტები

ორი რამ

მულფის ეწერა წინა დღეს სტატუსი, ადამიანზე თუ გავიგე რომ მშვილდოსანია და ასტრიდ ლინდგრენი უყვარს, ეგრევე დადებითად ვეწყობიო. მე ეგრე How I met your mother-ზე მჭირს. თუ უყურებს ან ნანახი აქვს-ჩემიანია. გული მიჩუყდება, მინდა გადავეხვიო და  ტედ მოზბის ციტატებზე, ბარნის ფლეიბუქზე, ლილის uuuuu sonofabitch-ზე, რობინის სიუჟეტებზე და მარშალის სიერაზე ველაპარაკო. არცერთი სიტკომი არ მიყვარს ისე, როგორც… Continue reading ორი რამ

დასახარისხებელი პოსტები · უაზრო პოსტები

ერთი რიგითი დილა

თანამშრომლების თვალში წიგნების მოყვარული ადამიანის იმიჯი მაქვს. ადრე მართლაც ბევრს ვკითხულობდი, ახლა-ნაკლებად. ბიბლიოთეკაც დიდი ხანია არ განხმიახლებია… Anyway. ჩემმა თანამშრომელმა და დამლაგებელმა ერთდროულად მთხოვეს მათთვის რაიმე წიგნი მეთხოვებინა. ეკას მიშელ უელბეკის “პლატფორმა” მოვუტანე, მზია დეიდას კი ყურბან საიდის “ალი და ნინო”. ერთი კი შევშფოთდი, არ აერიოთ და ერთმანეთის წიგნები არ წაიღონ-თქო, მაგრამ ორივემ თავ-თავისი წილი… Continue reading ერთი რიგითი დილა

დღის ფოტოები

მელიების სადილი

 ისხდნენ მელიები და მთელი მონდომებით ზემოთ იყურებოდნენ. ბოლოს კისრები ეტკინათ. ქათმის ხორცი კი მაინც არავინ გადაუყარა.  ეჰ, ამოიოხრა თეთრმა მელამ და ფოთოლი გაწიწკნა.  

დასახარისხებელი პოსტები

ახალი დიზაინი

რამდენიმე დღეა ბლოგს დიზაინს ვუცვლი. ხან ფერი შევცვალე ხან ფოტოები ხან თემა ხან ის, ხან ეს. მთელი ეს პერიოდი თავს უსახლკაროდ ვგრძნობდი. ძალიან მაწუხებდა, რომ ჩემი ბლოგი საოპერაციო მაგიდაზე იწვა და მისთვის ვერაფერი მომეხერხებინა. საბოლოოდ, მწვანე სადა ფონზე შევჩერდი. ესაა და ეს.  

დასახარისხებელი პოსტები

რებრენდინგი

ძალიან დიდი ხანია ბლოგის დიზაინი არ შემიცვლია. ჰოდა, მოვიდა ამის დროც. ჯერჯერობით ეს იყოს, ყველაზე ნაკლებად პრეტენზიული თემა. მოგვიანებით დავამუშავებ. Thank you for your patience ^_^

დასახარისხებელი პოსტები

როგორ დამესიზმრა ჩემი ქმარი

ამბობენ, საქმრო რომ დაგესიზმროს მარილიანი კვერები უნდა შეჭამო და დაიძინოო. თუ, მარილიანი კვერები უნდა შეჭამო და გზაჯვარედინზე წახვიდეო. მოკლედ, ორივე ვარიანტში მარილიანი კვერები დომინირებს, სწორედ ასეთი კვერები გავაკეთე გუშინ. საერთოდ არ გამხსენებია საქმროსა და ძილის ამბავი, ჩემი ჭკუით, ლუდზე დასაყოლებელი ნამცხვარი გამოვაცხე, რეალურად კი-საზიზღრობა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასეთი შეფასება დაიმსახურა ჩემი არმატურელებისგან. მთელი საღამო დამცინოდნენ… Continue reading როგორ დამესიზმრა ჩემი ქმარი

დასახარისხებელი პოსტები

As I wish

ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც მე მინდა. არასდროს შეგიმჩნევიათ? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაფიქსირე, მოვლენები ისე ვითარდება, როგორც მე მაწყობს. შეიძლება, იმ მომენტში უსიამოვნოდ მიდის ყველაფერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. აუ, ძალიან მაგარია, მართლა! იქნებ თქვენც გიხდებათ თქვენი გეგმები და სურვილები ისე, რომ ვერ ხედავთ… Continue reading As I wish

უაზრო პოსტები

ნაცრისფერი პოსტი

ცუდი ამინდი ჩემს განწყობაზე ბავშვობიდან ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. თუ გარეთ წვიმდა და ქარი იყო, მეც არაფრის ხალისი არ მქონდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ არ შეიძლება ასე იყო დამოკიდებული შენგან დამოუკიდებელ რაღაცებზე და მას მერე ვცდილობ ამინდის მიუხედავად კარგ ხასიათზე ვიყო. აი, დღეს არ გამომდის.  მგონი, პირველად მიხარია ის, რომ სამსახურში ჩვენს ოთახს ფანჯარა არ აქვს-დიდი… Continue reading ნაცრისფერი პოსტი