დასახარისხებელი პოსტები · უაზრო პოსტები

ერთი რიგითი დილა

თანამშრომლების თვალში წიგნების მოყვარული ადამიანის იმიჯი მაქვს. ადრე მართლაც ბევრს ვკითხულობდი, ახლა-ნაკლებად. ბიბლიოთეკაც დიდი ხანია არ განხმიახლებია…

Anyway. ჩემმა თანამშრომელმა და დამლაგებელმა ერთდროულად მთხოვეს მათთვის რაიმე წიგნი მეთხოვებინა. ეკას მიშელ უელბეკის “პლატფორმა” მოვუტანე, მზია დეიდას კი ყურბან საიდის “ალი და ნინო”. ერთი კი შევშფოთდი, არ აერიოთ და ერთმანეთის წიგნები არ წაიღონ-თქო, მაგრამ ორივემ თავ-თავისი წილი წაიკითხა და კმაყოფილებიც დარჩნენ.

ჰოდა, ახლა მთხოვეს სხვა პარტია შემოგვაშველეო. ეკას ისევ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკები” წამოვუღე, მზია დეიდას ერიკ ემანუელ შმიტის “ნოეს შვილი”.  ვზივარ დღეს ავტობუსის ფანჯარასთან, მზე მაჭყიტებს თვალებში და ზურგის “love you anyway”-ს ვუსმენ. მოკლედ, ძალიან კომფორტულად ვარ. ამ დროს გამახსენდა ჩემი წიგნები. ამოვიღე უელბეკი და კითხვა დავიწყე.

აი, ხომ საერთოდ არაფერი აქვს საერთო უელბეკის ლიტერატურას მზიან და ნათელ დღეებთან. მაინც ძალიან მესიამოვნა. ისე გავიარე წერეთლის მოწყენილი და უღიმღამო გამზირი, რომ ვერც შევამჩნიე და კინაღამ ოკრიბაში ამოვყავი თავი.

მე ახლა გავალ, ადრესატებს წიგნებს გადავცემ, თქვენ კი ბედნიერ და ნათელ დღეს გისურვებთ : )

tumblr_mjyi1oilCP1s0do09o1_1280

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s