დასახარისხებელი პოსტები

დეპრესიის ქრონიკები

მოხდა ისე, რომ არასწორ გარემოში მოვხვდი და ჩემი ნაკოწიწები სტაბილური სიმშვიდე ისევ ჩამოინგრა.

წამლებს ისევ ვსვამ და, ალბათ, ამიტომ არ ვგრძნობ თავს იმაზე ცუდად, ვიდრე ვგრძნობ. რეალურად, ალბათ მეტად ცუდად ვარ, უბრალოდ, არ ვიცი.

მთელი დღე წოლა და ძილი მინდა. ღამეც მძინავს გათიშულს განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მეძინა დღისით. ყოფილა დღეები, როცა დღისით ორჯერ დამიძინია. დედაჩემს ჰგონია, რომ წამლები მაძინებს. მე არ ვფიქრობ ასე. არ ვსვამდი წამლებს და საძულველ სამსახურში გამოკეტილი სულ იმ წამზე ვოცნებობდი, როცა ლოგინში ჩავწვებოდი და თავზე საბანს დავიფარებდი. ძილი, ალბათ, ჩემი coping მექანიზმია. ხანდახან მგონია, რომ ორგანიზმს ძალების აღდგენა უნდა და ამიტომ ეტანება ძილს ასე ძალიან.

ამ ეტაპზე დედა-დიასახლისი ვარ, ანუ მაქვს უამრავზე უამრავი საქმე. ახლაც სახლი მაქვს დასალაგებელი, ლოგინები გამოსაცვლელი. მე კიდევ გრამი ენერგია არ მაქვს ამისთვის. უბრალოდ, არ შემიძლია.

როდემდე უნდა ვიყო ასე?

1 thoughts on “დეპრესიის ქრონიკები

  1. რათქმაუნდა რომ ორგანიზმს ძალების აღდგენა უნდა და ამიტომ ეტანება ძილს. მეც წამლებს ვსვამ და უკეთ ვარ, ან მგონია რომ უკეთ ვარ, ჩემს სულს მოხვდა შენი ნაწერი 🙂

დატოვე კომენტარი