უაზრო პოსტები

საჭესთან

პერიოდულად ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. მანქანაში ვარ. ხან მარტო, ხან ვინმესთან ერთად. მანქანა გაჩერებულია, საჭესთან არავინ ზის. უცებ, ნელ-ნელა იძვრება და სიჩქარეს კრებს. მე პანიკაში ვარ, მეშინია, რამეს არ დავეჯახოთ და სასწრაფოდ ვცოცდები მძღოლის სავარძელზე. მართვის მოწმობა არც სიზმარში მაქვს, მაგრამ რეალურზე ოდნავ უკეთ ვატარებ. მოკლედ, ვზივარ საჭესთან და მივდივართ, ვცდილობ ერთ ზოლში მყარად… Continue reading საჭესთან

as it is · Life

შენ ვერავინ შეგაჩერებს!

-შვილო, რას იტყვი, ასე, ხუთი წლის შემდეგ მაღაზიაში შეგირდად რომ აგიყვანო? -ოო, დიდი მადლობა, მისტერ სენდერსონ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რა უნდა გამოვიდე. -რაც არ უნდა გადაწყვიტო, შვილო, ყველაფერი გამოგივა. შენ ვერავინ შეგაჩერებს!

as it is

ბაბუაწვერას ღვინო

დილის ათი საათია. ჯერ არ ცხელა, მხოლოდ სასიამოვნო ნიავია. ქუჩაში რომელიღაც ხეზე რამდენიმე ჩიტი ზის და ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობენ. მაგიდაზე ვარდების თაიგული დგას, გვერდით კი ფინჯანი ყავა. ყავისა და ყვავილების სუნი ერთმანეთს ერევა და არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მომწონს. მაგიდასთან მე ვზივარ და რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოს” ვკითხულობ. ვკითხულობ და ერთი სული მაქვს,… Continue reading ბაბუაწვერას ღვინო

სატელევიზიო შუები

23 წელი ერთად

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომლებიც არასდროს არ ინგრევა და ბოლომდე ძლებს. ამიტომ, განსაკუთრებით მტკივა გული, როცა ვხედავ, თუ როგორ შორდებიან საუკეთესო წყვილები ერთმანეთს-რეალურ ცხოვრებასა და თუ ფილმებში. სწორედ ასე განვიცადე ლინეტისა და ტომის განქორწინების ამბავი. დესფერეიეთების ბოლო ორი სეზონი მათთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: თავი იჩინა ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა, გაუგებრობებმა, ერთმანეთის კრიტიკამ… Continue reading 23 წელი ერთად