სატელევიზიო შუები

23 წელი ერთად

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომლებიც არასდროს არ ინგრევა და ბოლომდე ძლებს. ამიტომ, განსაკუთრებით მტკივა გული, როცა ვხედავ, თუ როგორ შორდებიან საუკეთესო წყვილები ერთმანეთს-რეალურ ცხოვრებასა და თუ ფილმებში.

სწორედ ასე განვიცადე ლინეტისა და ტომის განქორწინების ამბავი. დესფერეიეთების ბოლო ორი სეზონი მათთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: თავი იჩინა ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა, გაუგებრობებმა, ერთმანეთის კრიტიკამ და მობეზრებამ. მუდმივი ჩხუბისა და კინკლაობის შემდეგ ტომი სახლიდან წავიდა. და ლინეტმა მხოლოდ მის მანქანაში ჩამაგრებულ საბავშვო სკამზე იდარდა-ახალი მექნება საყიდელიო!

არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველას გვიხაროდა მათი ოჯახი: წყვილები შორდებოდნენ, რიგდებოდნენ, იხოცებოდნენ, ახალ პარტნიორებს პოულობდნენ… ტომი და ლინეტი კი, ყველაფრის მიუხედავად, ერთად იყვნენ.

პრინციპში, იდეალური წყვილი იყო: ხუთი ბავშვი, ლამაზი სახლი გარეუბანში, საერთო პროფესია, ერთმანეთის მოსმენის უნარი… თუმცა, სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორში გაიჭედნენ. და სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი იყო ის, რაც ამ წყვილში ყველაზე მეტად მომწონდა.

Do you want to talk about this? კითხვა, რომელიც, პრობლემის გადაჭრის წინაპირობაა. საუბარი, კომუნიკაცია, დათმობა, ანგარიშის გაწევა… ამ ყველაფერმა გააძლებინა მათ 23 წელი ერთად და მათმა დეფიციტმა კი განქორწინებამდე მიიყვანა.

პირველი სეზონის მერე სერიალის შემქმნელებმა მკვეთრად შეცვალეს ლინეტის ხასიათი: კარიერისტი და დომინანტი ქალი გახადეს, რომელიც ოჯახსა თუ კარიერაში პირველობისკენ ისწრაფვის. კაცებს კი ყველაზე მეტად ასეთი ქალები არ უყვართ და გამონაკლისი არც ტომი არ იყო. მაგრამ, მაინც ძალიან თბილად მახსენდება როისა და ტომის ერთი ეპიზოდი, სადაც მეზობელი აღშფოთებულია ლინეტის ლიდერობით და თვლის, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს მთავარი. ტომი უხსნის, რომ ლინეტს მძიმე ბავშობა ჰქონდა, ათი წლიდან უძღვებოდა ოჯახს და ზრდიდა დებს, რის გამოც ასეთი ხასიათი ჩამოუყალიბდა. და მისი, როგორც ქმრის, მოვალეობაა, გაუწიოს ამას ანგარიში და ცოლს თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

როდესაც ოჯახი მექნება მინდა, რომ ასე ვუწევდეთ ერთმანეთს ანგარიშს, ასე ვთმობდეთ და კომპრომისზე მივდიოდეთ. თორემ, როგორც დესფერეითებიდან გამოჩნდა, ვერაფერი ვერ გაუძლებს დროს ამ ყველაფრის გარეშე.

ლინეტი და ტომი შერიგდნენ, რა თქმა უნდა. და მე ისევ მინდა მჯეროდეს, რომ არსებობენ წყვილები, რომლებიც არასდროს არ შორდებიან და ყოველთვის ერთად არიან.

 

One thought on “23 წელი ერთად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s