ყველაფერი ჩემ შესახებ

Thank’s a million!

ამ ბოლო დროს უზომოდ გულჩვილი გავხდი. უმნიშვნელო რამეზეც კი ყელში ბურთი მეჩხირება, ცხვირი მეწვება და თვალები ცრემლებით მევსება. გული მიჩუყდება ბედნიერი ადამიანების, სიყვარულის, თანადგომის, სიხარულის დანახვაზე, სევდიანი ისტორიების მოსმენაზე… გუშინ გული ნექტარმაც ამიჩუყა ერთი ძალიან კარგად დაგეგმილი და თბილი აქციით-thank’s a lot! პირობა მარტივია: შედიხარ, წერ მესიჯს, თუ ვის უხდი მადლობას და რისთვის და აქვეყნებ.… Continue reading Thank’s a million!

Busasa

სამშაბათ დილის სიმყუდროვე

დღეს დილით ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში სამი კატა დავინახე: დედა თავის ორ კნუტთან ერთად. სამივე იწვნენ, შეკეცილი თათებით და მკერდში ჩამალული ცხვირით, თვლემდნენ. მხოლოდ დედას ჰქონდა თვალები ნახევრად გახელილი და ყურები დაცქვეტილი. უცებ ძალიან მომენატრა ჩემს ბუსასთან გაღვიძება, ცალ თვალს რომ ვახელდი და მრგვალად დახვეულს რომ ვხედავდი ჩემ გვერდით, ასევე ცალ თვალ გახელილს.

დასახარისხებელი პოსტები

moment of peace

სამსახურში ვარ. ერთ-ერთ პროცედურას ვწერ. ჰიმის პლეილისტი მაქვს ჩართული. შესვენებების დროს კოტლერს ვკითხულობ. გასხივოსნებული ვარ ^_^