დასახარისხებელი პოსტები

ისევ დეპრესია

ბოლო ჩანაწერი 2020 წლის სექტემბერში მაქვს გაკეთებული. ისევ ავად ვარ, ხალხო. ვერ განვიკურნე. იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე ვიყავი.

ასე მგონია ჩემი ცხოვრება გადის და მე გვერდიდან მუქი სათვალით ვუყურებ. სინამდვილეში ყველაფერი ფერადია, მე ვხედავ ბნელად, იმიტომ, რომ სახიდან იმ სათვალეს ვერ ვიგლეჯ.

და მაინც, მაინც მჯერა, რომ უკეთ გავხდები. ახლაც გადავხედე ძველ ჩანაწერებს-რა კარგი და საინტერესო ადამიანი ვარ. რატომ არ უნდა ვიყო კარგად?

ბოლო წლებში ბეეეევრი გადავიტანე. ბევრი ვიმოგზაურე ჩემს თავში და ბნელ მოგონებებში ვიქექე. მაინც სიყვარულით მაქვს გული სავსე. არა, მართლა ვიმსახურებ სიმშვიდეს და წყნარ ცხოვრებას.

დატოვე კომენტარი