პრობლემური პოსტები

იბანავეთ, ხალხო!

როგორც ”დავკარგე ცოცხალი მინერალები” მოედო თბილისს, ისევე მინდა გავრცელდეს ”იბანავეთ, ხალხო” ფლაერები! უკვე აუტანელი ხდება არამარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა, არამედ ქუჩაში უბრალო სეირნობაც კი. სერიოზული პიარ კამპანიაა საწარმოებელი ბანაობის პროპაგანდისა და ჰიგიენის დაცვის შესახებ. რა ვქნა მე, რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ყოველ დილას ავტობუსით მიწევს მგზავრობა? ხომ არ შეიძლება ასვლისას ჩაისუნთქო და ჩამოსვლისას ამოუშვა ჰაერი? თუ… Continue reading იბანავეთ, ხალხო!

ყველაფერი ჩემ შესახებ

შვებულების მოლოდინში

როდესაც ვინმე წუწუნებდა, შვებულება არ მაქვს და მთელი ზაფხული თბილისში მიწევს ყოფნაო, ძალიან მიკვირდა და მეცინებოდა. ვფიქრობდი, მთავარია მარტო არ დარჩე ქალაქში და თუ მეგობრებიც აქ იქნებიან რა მოხდა, თუ ზაფხულსაც ისე გაატარებ, როგორც მთელ წელს-თქო. თურმე სასტიკად ვცდებოდი. არა, შვებულება არ გაუუქმებიათ ჩემთვის, ისევ მეკუთვნის ნანატრი ოცდაოთხი სამუშაო დღე. უბრალოდ, ახლა ვიგრძენი, თუ როგორ… Continue reading შვებულების მოლოდინში

უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

დილა

შაბათი მშვიდობისა ყველას. ყველაზე მყუდრო პოსტები შაბათ დილას იწერება, ასე მგონია. მთელი კვირის დაღლა, სტრესი, ნერვიულობა, ნეგატივი უკან რჩება და ძალების აღსადგენად ორი ძვირფასი დღე გაქვს მარაგში. ამ ორი დღიდან მე შაბათი მირჩევნია. ჩემი დილა გრილი შხაპით, ყავით, დოჩანაშვილითა და ბეთჰოვენის სიმფონიებით დაიწყო. როგორც არ უნდა გაგრძელდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სიმშვიდე მთელი კვირა… Continue reading დილა

ყველაფერი ჩემ შესახებ

I hate days like this

დილით ყავის მოდუღებას რომ დააპირებ და აღმოაჩენ, რომ ყავა აღარ არის ქვედაბოლოს რომ ეძებ და ვერ პოულობ გარეთ ისე ცხელა, რომ მაკიაჟი სახეზე გეწუწება გზაში შენთვის უსიამოვნო ადამიანს რომ შეხვდები ტაქსს რომ გააჩერებ და უჟმური მძღოლი შეგხვდება სამსახურში მოსული ოთახის გასაღებს რომ ვერ იპოვი სადილად წამოღებული სალათი რომ ჩანთაში ჩაგექცევა ასეთი დღისგან კარგს რას უნდა… Continue reading I hate days like this