დასახარისხებელი პოსტები

ძველი დრო

წერეთელზე არის ერთი ასეთი მაღაზია-“ძველი დრო”. ყოველ დილით სამსახურისკენ მიმავალი ვფიქრობ, თუ რატომ მოუნდა მეპატრონეს ამ სახელის დარქმევა. ალბათ, ძველებურ ნივთებს ყიდის, ანტიკვარულს: შეხვალ და გარშემო ჩახუჭუჭებული ორნამენტების გარდა ვერაფერს ვეღარ ხედავ. ან, შეიძლება, სულაც უბრალო მარკეტია  და “ძველი დრო” მომხმარებლების ემოციურ განწყობაზე მოქმედებას ისახავს მიზნად. რაც ძველია-კარგია. ადრე ყველაფერი უკეთ იყო. სადღა გამოდის ახლა… Continue reading ძველი დრო

დასახარისხებელი პოსტები

Pre-preps for big day!

დღეს ძალიან არაპროდუქტიული ვარ. მთელი დღეა ვზივარ და საქორწილო ბლოგებს ვათვალიერებ. განწყობა ნელ-ნელა მოდის და ძალიან მიხარია!

დასახარისხებელი პოსტები

მშიერი ბუსა

ორი წლის წინ ტიპიური ოჯახი მყავდა: კატის ან ძაღლის მოყვანის ხსენებაზე ცალკე მამაჩემი აპროტესტებდა, ცალკე დედაჩემს მისდიოდა გული.  ორი წლის წინ ჩვენს ოჯახში ბუსა გაჩნდა. დღეს საღამოს მამაჩემი მირეკავს შეშფოთებული, კატის საჭმლის ყიდვა ხომ არ დაგავიწყდაო. შუადღეს იგივე შინაარსის ზარით დედაჩემმა მომმართა. მე კი დღისით ქარსა და გრიგალში წერეთლის ბოლოში გავედი ამ მაიმუნის საჭმლის საყიდლად.… Continue reading მშიერი ბუსა

დასახარისხებელი პოსტები

ფისო, ფისო

შაბათს მე და ლევანი სკამების საყიდლად საბაში ვიყავით წასულები. ვათვალიერეთ, ავარჩიეთ და გამოწერილი ქვითრით რომელიღაც საწყობთან მივედით.  საწყობში რამდენიმე კაცი მუშაობდა, დიდები, სერიოზულები. სანამ სკამებს ტვირთავდნენ, მე მანქანაში ველოდებოდი. უცებ მესმის ბოხი ხმით ნათქვამი “ფისო, ფისო”. გადმოვედი და რას ვხედავ, ამხელა ტიპები ორ კატას უჩლიქავენ ენას და საჭმელს უყრიან. კატებმაც ცოტა დაიფასეს თავი, იკნავლეს, შემდეგ… Continue reading ფისო, ფისო

დასახარისხებელი პოსტები

პური და პამპერსები

გუშინ საღამოს მე და ლევანი მაკდონალდსის სალაროების რიგში მორჩილად ვიდექით. ამ დროს შიდა კარიდან თავი მენეჯერმა გამოყო და ერთ-ერთ ოპერატორს გამოსძახა: შენმა ცოლმა დარეკა, სახლში რომ წამოვა პური და პამპერსები წამოიღოსო. ლევანს ავხედე და ვეუბნები, აი, მალე ეგ იქნება შენი ცხოვრებაც, პური და პამპერსები-თქო. გაეღიმა, მერე მაგას რა ჯობიაო. არადა, ვცდიდი. I am marrying the… Continue reading პური და პამპერსები

დასახარისხებელი პოსტები

გუშინ

სანამ ჩვენი მშობლები სუფრასთან ერთმანეთთან საუბრობდნენ, მე მაგიდის ქვეშ მისი ხელი მოვძებნე და მაგრად ჩავჭიდე. არაფერი მანიჭებს სიმშვიდის ისეთ განცდას, როგორც ეს ხელი. გუშინ ❤