დასახარისხებელი პოსტები

Caturday

გუშინ საღამოს მძინარე ბუსა რომ ლოგინიდან ავიტაცე, გულში ჩავიკარი და ნახევარი საათი ჩაღუნღულებულები ვისხედით მივხვდი, რომ ყველა სახლში, ოფისში, შენობაში უნდა იყოს თითო მსუქანი კატა, ჩასახუტებლად და მოსადუნებლად. Advertisements

დასახარისხებელი პოსტები

03.05. ∞

ღუმელში მაფინები ცხვება, გაზქურაზე ქათმის ფილე მზადდება. მე საათი დანიშნული მაქვს და ამიტომ ახლა მშვიდად ვზივარ და ვწერ ამ პოსტს. თქვენს კალენდარზე, უბრალოდ, სამი მაისია. ჩემსაზე კი თარიღი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მილოცვებს დღესაც ვიღებ. ამბობენ, რომ პირველი წელი ყველაზე რთულია. მე უხერხულად ვიღიმი და ვფიქრობ, ნეტავ რა სირთულეს გულისხმობენ. ერთად ცხოვრების პირველივე დღიდან… Continue reading 03.05. ∞