პრობლემური პოსტები

შორია

ყველა ადამიანს თავისი ტკივილი აქვს. მაგრამ არის გრძნობა, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. პირადად მე, ქართველების იმ რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც აფხაზეთის თემა გულში ტკივა და თვალებიდან ცრემლებად მოსდის. აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ. სოხუმი და გაგრა მხოლოდ ფოტოებზე მაქვს ნანახი. ისტორიები ულამაზეს ზღვაზე და პალმებზე იქაური ლტოლვილებისგან (თუ იძულებით გადაადგილებული პირებისგან?) მომისმენია. და მგონია, რომ აფხაზეთში სულ კარგი… Continue reading შორია

სურათები

Old Bride

გუშინ ერთ-ერთ ქართულ საიტს ვათვალიერებდი და ძველ საქორწილო ფოტოებს წავაწყდი. საერთოდ, არ მიყვარს გასული საუკუნის გაყვითლებული, გაცრეცილი და დაყენებული სტოიკით გადაღებული ფოტოები, მაგრამ აქ რამდენიმე მომეწონა: ეს ეს და ეს წვრილი წარბები, მუქი პომადა და რეტრო ვარცხნილობები. ნეტა ვინ არიან : )

დასახარისხებელი პოსტები

დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ახალგაზრდა ქალი და გყავთ საყვარელი ადამიანი. ერთად ძალიან კარგად ხართ და მომავალში ქორწილსაც გეგმავთ. ქორწილი კი მშობლებისა და ახლობლების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ერთ დღესაც ბარგს ალაგებთ და მიდიხართ თქვენი რჩეულის ოჯახის გასაცნობად. რა თქმა უნდა, ღელავთ. ან როგორ შეიძლება არ ინერვიულოთ, როცა სასწორზე თქვენი ურთიერთობა დევს: თუკი ეს ვიზიტი წარუმატებლად ჩაივლის, დიდი… Continue reading დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა

ყველაფერი ჩემ შესახებ

My Blueberry nights

სასიამოვნო მოულოდნელობის გრძნობა მაქვს. დიდი არაფერი, წინ სამი ფილმი მელოდება : ) სამივე ისეთი, თავისუფალ დროს რომ უცდი  და გაღიმებული სახით რომ უყურებ. პირველ რიგში, მინდა The family Stone-ის ნახვა. ეს ფილმი შაბათს რუსთავი 2-მა გაუშვა, მაგრამ ქართულ გახმოვანებას არ ვენდე და ახლა მზად ვარ ძილის რამდენიმე საათი სარა ჯესიკა პარკერს, რეიჩელ მაკადამსს და სხვებს… Continue reading My Blueberry nights

უნივერსიტეტი

მაცადეთ წერა!!!

თქვენი არ ვიცი და პირადად მე მიჭირს კონცენტრაცია. როდესაც რაიმეს შეზღუდულ დროში ვწერ, ძალების მობილიზება განსაკუთრებით მიჭირს. ასეთ დროს მჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობა. სამწუხაროდ, გამოცდებზე ამის ფუფუნება არ მაქვს. იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს სიჩუმე დაცული, ყველაზე მეტს ყაყანებენ. ყაყანი კიდევ არაფერი. ყველაზე მეტად აი ესენი მაღიზიანებს: ცხვირში სრუტუნი: ვინც მიცნობს,… Continue reading მაცადეთ წერა!!!

დასახარისხებელი პოსტები

:|

გუშინ კანადაში საშინელება მოხდა. 21 წლის ქართველი ბიჭი ვარჯიშის დროს დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორია ყველამ ძალიან კარგად იცით, ამიტომ აღარ მოვყვები. ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ამსახველმა ვიდეომ და ფოტოებმა მსოფლიო შემოიარა. ნეტა არ შემოევლო! ახლაც თვალწინ მიდგას. ახლა კი საშინლად ვარ გაბრაზებული, გაცეცხლებული, გამწარებული და ა.შ. facebook-ზე აღმოვაჩინე გვერდი, სადაც ვიღაც ###მ ამ ფოტოების… Continue reading 😐

სურათები

Clockwork

არასდროს არ ვცემდი კედლის საათებს განსაკუთრებულ პატივს. ნუ საათია რა, შეხედავ, გაიგებ დროს და მორჩა. მაგრამ დღეს ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე ისეთ საყვარელ საათებს წავაწყდი, რომ ახლა მთელი ბლოგოსფეროს წინაშე ვიხდი ბოდიშს 🙂 მართალია, ზოგიერთ საათზე საერთოდ ვერ გაიგებ თუ რა დროა, მაგრამ მმმმ ლამაზებია :წუბ: მაშ ასე : ) ეს საათი 20 ფუნტი ღირს. ძალიან… Continue reading Clockwork