დასახარისხებელი პოსტები

კატების დილერი

ხომ არიან რეკურიტინგ კომპანიები, რომლებიც აუთსორსზე გადასულ ორგანიზაციებს სასურველი კადრების მოძიებაში ეხმარებიან. ჰოდა, მე მინდა კატების რეკრუიტინგი გავაჩაღო. მექნება ბაზა, სადაც უპატრონო კნუტები იქნებიან აღიცხული. და მერე როდესაც ვინმეს კატის შვილება მოუნდება, მე მომმართავს და უცებ შევურჩევ სასურველ ფისოს. მინდა!

დასახარისხებელი პოსტები

მოკლედ, ბედნიერებამ და კარგად ყოფნამ მაგრად იცის შეჩვევა. გგონია, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ხარ და ასეც უნდა იყოს ყველაფერი. ხოდა, არ არის ეგრე, იშვიათად არის ყველაფერი კარგად და როცა არის, უნდა შევიგრძნობდეთ ბოლომდე. ბოლო დღეებში გოგოების აღფრთოვანებული თვალები მახსენებდა, რომ ძალიან მაგარი და ბევრისთვის საოცნებო რაღაც ხდება ჩემს თავს. მე მშვიდად ვიღიმებოდი და თავს ვუქნევდი. ჰოდა,… Continue reading

დასახარისხებელი პოსტები

არმატურა

ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრება შეცვალეს. როცა ცარიელ ფურცელთან ვიდექი და კალამს ვღრღნიდი, ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ და ძალიან საინტერესო თავები დამაწერინეს. ამ ფოტოს მულფი აკლია, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი სწორედ ისაა!

დასახარისხებელი პოსტები

დღეს 16 ოქტომბერია და ყველაფერი შესანიშნავადაა!

რამდენიმე დღის წინ ერთმა ნაცნობმა მკითხა, როგორ მიგდის საქმეები, როგორ ხარო. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. ვინც ახლოს მიცნობს იცის, თუ როგორ იშვიათად ვამბობ ამ სიტყვებს და როგორ იშვიათად ვარ კმაყოფილი ცხოვრებით. მე, რომელიც სულ ცუდის და ნეგატიურის დანახვას ვარ მიჩვეული სრულიად გუწლრფელად ვამბობ, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგადაა და მართლაც ძალიან ბედნიერი… Continue reading დღეს 16 ოქტომბერია და ყველაფერი შესანიშნავადაა!

დასახარისხებელი პოსტები

Karma Coma

2013  წლის დასაწყისში ვორდის ფაილში ტექსტი ავკრიფე. დავწერე ყველაფერი ის, რაც 2014 წლის დასაწყისში მინდოდა მქონოდა. ყველაფერი, რისთვისაც ამ ერთ წელში მინდოდა მიმეღწია. და დავივიწყე. მართლა არ მახსოვს, რა წერია ვორდის იმ ფაილში. ისიც არ მახსოვდა, სად შევინახე. ჰოდა, წინა დღეს ვიპოვე, მაგრამ არ წავიკითხე-2014 წელს გაიხსნება და მაშინ ვნახავ, რამდენად კარგი გოგო ვიყავი 2013-ში.… Continue reading Karma Coma