დასახარისხებელი პოსტები

როგორი იქნება ჩვენი motherhood

მე და ელენემ გადავიწყვიტეთ ერთდროულად გავაჩინოთ ბავშვები. ნუ, მეტნაკლებად დავამთხვიოთ +- 6 თვით 🙂 ჰოდა, ერთად ვატაროთ სკოლაში, ინგლისურზე ან კარატეზე. მერე დავურეკოთ ერთმანეთს საქმიანი ტონით, დღეს ვერ ვახერხებ სამსახურიდან ადრე გამოსვლას და იქნებ შენ გამოიყვანო ორივეო. და მერე ერთმანეთს ვეტყვით, კი გამოვიყვან მაგრამ ერთად ისე გიჟობენ ვეღარ ვერევიო. მერე დათო ან ლევანი დაუჯდებათ და… Continue reading როგორი იქნება ჩვენი motherhood

დასახარისხებელი პოსტები

Cat Power

ხანდახან, სამსახურში ძალიან როცა დავიღლები, წამალივით მჭირდება კატა. ჰო, კატა. ჩემი ბუსა. არ ვიცი, ჩატარებულა თუ არა რაიმე ღირებული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კატასთან ურთიერთობა სტრესის მოხსნის საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. საკმარისია შევხედო მის ბუთქუნა თავს, ჩასაჩქმეტ ლოყებს, სერიოზულ მზერას და თუნთულა მუცელს, რომ ყველა დაღლა მავიწყდება. ის კი დადის თავისთვის, კისერი ამაყად აქვს… Continue reading Cat Power

დასახარისხებელი პოსტები

მეექვსე თვე

ამ ბოლო დროს ქორწილების პროპაგანდისტად ვიქეცი. ძალიან მაგარია, როცა ყველაზე ლამაზი ხარ, საოცარი კაბა გაცვია და ბედნიერებისგან ანათებ (მე გამიმართლა და ჩემს შემთხვევაში მზეც ანათებდა). მთელი დღე ვიღიმოდი, ვიყავი საუცხოო განწყობაზე, ვეხუტებოდი უსაყვარლეს ადამიანს და მთელი სამყაროსგან სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი. მთელი საღამო ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვერთობოდი. თან საათს ვუყურებდი, რომ თვითმფრინავს არ გაესწრო და ოთხი მაისი რომში… Continue reading მეექვსე თვე