დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

I am so proud of myself :X

როგორი ბედნიერი ვაააარ გამოცდის შედეგები გავიგე, CAE-ს. ჰოდა, ჯგუფში ყველაზე კარგი შედეგი მე მაქვს, 76 ქულით B ავიღე. და, რა თქმა უნდა, განვიცდი, რომ A-მდე ხუთი ქულა დამაკლდა 🙂 მოკლედ, შედეგი კარგია, განწყობა-უკეთესი. ვიწყებ გერმანულის მასწავლებლის ძებნას ❤ როგორ მიყვარს, კარგი ამბები ასე რომ წაეწყობა ერთმანეთს :წუბ:

დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

To blog or not to blog

რა არის ბლოგი? ვიკიპედიაში ან სადმე ექნება რაიმე სპეციალური განმარტება. საერთოდ, ბლოგი ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ზოგს ერთი სული აქვს სახლში მოვიდეს და დღის შთაბეჭდილებებით აღსავსე პოსტი დაწეროს, ზოგი სტატიებს თარგმნის, ზოგი იუთუბის ვიდეოებს ყრის და ა.შ. ჩემთვის ბლოგი უსაქმურობასთან ასოცირდება. ზოგად უსაქმურობასთან კი არა, ჩემს საკუთართან. ამ ბლოგზე წერა დავიწყე მაშინ, როდესაც უსაქმურობა ყელში… Continue reading To blog or not to blog

უაზრო პოსტები

Into his arms

ვიპოვე ის, რაც მთელი დღე მაკლია. და დღე როგორია? ცივი, წვიმიანი და ნაცრისფერი. არიან ადამიანები, ვიზეც ამინდი ან არ მოქმედებს, ან წვიმა უყვართ. მაგრამ, მე მათ არ მივეკუთვნები. ბნელა დღეს და ცივა, მარტო ვარ. თუმცა, აღარ. მე და ნიკ ქეივი ვართ. Into my arms… გუშინ მიხეილ ცაგარელმა მითრა, რომ სასწორები მუსიკისგან განსხვავებულ სიამოვნებას იღებენ და… Continue reading Into his arms

დასახარისხებელი პოსტები

მერე რა, რომ ზამთარია

დღეს ნიკო გომელაური გარდაიცვალა. 39 წლის იყო. მსახიობი, პოეტი და, ურალოდ, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი. არ ვკითხულობდი მის ლექსებს-პოეზია არ მიყვარს. არც სპექტაკლები მინახავს მისი მონაწილეობით და არც პირადი კონტაქტი მქონია ოდესმე. მაგრამ ამ ცნობის გაგებისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა, ცრემლები წამომივიდა და ეს ადამიანი სიკვდილისთვის ძალიან, ძალიან დამენანა. საერთოდ, არ მიმაქვს ხოლმე გულთან ახლოს ცნობილი… Continue reading მერე რა, რომ ზამთარია

მედია პოსტები

I love To-Do Lists

იცით, რა მიყვარს? უზომოდ დაკავებული რომ ვარ. იმდენად დაკავებული, რომ უსაქმურობას და ლოგინში კოტრიალს ვნატრობ. სულ საათზე რომ იყურები და to do list-დან გაკეთებულ საქმეებს რომ შლი. მმმმ მიყვარს ძალიან : ) ახლაც დაღლილი ვარ. ბლოგზე ვწერ და თან მეძინება. ხვალ მაქვს გემრიელი დღე: დილით აერობიკა, მერე გაზეთის სასტავთან შეხვედრა, მერე ჩემი მაძუნგალის ნახვა და… Continue reading I love To-Do Lists

დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

დამსახურებული ჩიზი

ბლოგი, ცოტა არ იყოს, მივივიწყე. ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა, რომ ეს გრძნობა აქაც გადმომეტანა. მოკლედ, ახლა კარგად ვარ, მხნე და მხიარული 🙂 ამიტომ, მოგელსამებით, ჩემო მკითხველებო :* პასკებმა და სხვადასხვა გემრილობებმა დიეტა დამირღვია. მაგრამ, ვთვლი, რომ უმნიშვნელოად. რამდენიმე ნაჭერი პასკა და ხაჭაპური (ისიც დღისით) კატასტროფა არაა.  კლების პროცესი ნელ-ნელა მიდის. არ ვიწონები. ველოდები,… Continue reading დამსახურებული ჩიზი

ყველაფერი ჩემ შესახებ

მ ზ ე

დემიენ რაისის ახალი კაბის ჩაცმის თმების გაშლისა და გარეთ, მზეში სეირნობის დროა ხანდახან რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის : )