დასახარისხებელი პოსტები

მამა

1999 წელია. მამა მიხაილოვის საავადმყოფოს კიბეებზე გაჩქარებული ნაბიჯებით არბის. მე უკან მივდევ და ქოშინით ვუყვები-ჩვეულებრივად იწვა და უცებ დაიწყო ხრიტონი, თუ ხროტინი… მეცხრე სართულზე ბაბუაჩემი წევს, რომელიც კვდება. სანამ ჩვენ მეცხრემდე ავაღწიეთ-გათავდა კიდეც. მამა გამწარებული კედელს ურტყამს თავს. მე მიკვირს-მისგან ასეთი ემოციურობა არასდროს მინახავს. 2018 წელი. თბილისის გულის ცენტრის ინტენსიურ განყოფილებაში კედელთან ვდგავარ. თავს არ… Continue reading მამა

დასახარისხებელი პოსტები

ბავშვობის აჩრდილები

ოთხმოცდაათიან წლებზე რომ ამბობენ, მაშინ ყველას გვიჭირდაო, არ არის ეგრე-იყო ხალხი, ვისაც საერთოდ არ უჭირდა და მშვენივრად ცხოვრობდა. სწორედ ასეთ ხალხსა და ბავშვებში ვტრიალებდი, ოღონდ ერთი განსხვავებით-ჩვენ მართლა გვიჭირდა. ოჯახში ბევრნი ვიყავით, მხოლოდ მამაჩემი მუშაობდა და ბებიაჩემის ტრაგიკული ხმით ნათქვამი “ექვსი სული ვაწევართ ამ ბიჭს კისერზე” ჩემს ბავშვობას სევდიან ლაიტმოტივად გასდევდა. ჩემს კლასში 30-40 ბავშვი… Continue reading ბავშვობის აჩრდილები

ახალი ცხოვრება

ქმართა სახეები ბავშვის აღზრდაში

გუშინ პედიატრთან ვიყავით. ბავშვი ლევანს ეჭირა, მე რეგისტრატურაში ვიყავი. ფურცლომანიის მოგვარების შემდეგ ჯაბას მოსაცდელში ჩამოვსხედით. გვერდით პატარა გოგო თამაშობდა, რომელსაც თან დედ-მამა ახლდა. მამამისმა ლევანს გაოცებულმა შეხედა, მაგხელა რომ იყო ხელში საერთოდ ვერ ვიყვანდიო. ასე მეგონა, დამივარდებოდაო და გული მიმდიოდაო. ჩვენ გავუღიმეთ და მე გულში ძალიან გავბრაზდი. რას ჰქვია, ვერ აგყავდა და გეშინოდა. ჩემთვისაც და… Continue reading ქმართა სახეები ბავშვის აღზრდაში

ახალი ცხოვრება

Baby blues

დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შევხედავ საათს და უი, უკვე საღამოა. ნეტა რა დღეა, შაბათ-კვირა შორსაა? აუ, პირი ჯერ კიდევ არ დამიბანია. ძილის წინ კბილები გამოვიხეხე? როგორ მივწვდე ახლა ამ მობილურს. ნეტა ჯერ არ მოვიდეს ლევანი, ჭამა მოვასწროთ. ცალი ხელით ყავის მოდუღებას ვერ შევძლებ? არ მშია, მაგრამ ძალით უნდა ვჭამო. მოიცა, ტუალეტში გავვარდე სანამ სძინავს. ჯერ… Continue reading Baby blues

დასახარისხებელი პოსტები

Good News!

დღეს ძალიან კარგი დღეა: მამას თვალის ფსკერზე პრობლემა არ აღმოაჩნდა და ექიმმა არაფერი არ გინდათო და გიოს და ნუცას მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო ფული ჩაურიცხეს! ❤

დასახარისხებელი პოსტები

ბოდიში

ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს ჰქონდა პოსტი გამარჯობის შესახებ, სადაც წუწუნებდა, თუ როგორ ა(ღა)რ უყვართ ქართველებს გამარჯობის თქმა. ფაქტია-არ გიჟდებიან. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ვინმეს მიესალმო და ის კი თვალებში გიყურებდეს და ჯიუტად დუმდეს. ჩემი აზრით, პრობლემა უფრო ბოდიშშია და არა-გამარჯობაში. ქეისი #1: აფთიაქში ვარ. პროდუქცია, რომლის ყიდვაც მინდა, ჩემს წინ თაროზე დევს,… Continue reading ბოდიში

დასახარისხებელი პოსტები

Dad

გუშინ დამესიზმრა, რომ მამაჩემმა მითხრა, გარეთ გავისეირნოთ და ნაყინი ვჭამოთო. სიზმარშივე გამიკვირდა-გარეთ ლამის ერთი წელია აღარ გასულა, ერთადაც არასდროს გვისეირნია. მაგრამ კარგი იყო, ბევრი ვილაპარაკეთ. გამეღვიძა. საღამოს მითხრა, რომ ამდენი დაავადების ფონზე პენსია ეკუთვნის და უნდა აიღოს. ეს დიდი კონტრასტი ძალიან არ მომეწონა. ბლაჰ