ყველაფერი ჩემ შესახებ

2012 overview

2012 დრაკონის წელი იყო. ჩემი წელი და, ყველანაირი ლოგიკით, წარმატების და ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. არა, ცდა არ დამიკლია ნამდვილად. მაგრამ, ბედის ირონიით, ყველაზე დებილური და წარუმატებელი წელი გამოდგა, რაც კი ოდესმე მქონია 🙂 ერთი მარტივი სიტყვით შემიძლია დავახასიათო-სტაგნაცია. ყველაფერში. თუმცა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც შეიძლება აღინიშნოს. თებერვალში იბსუს ტრენინგი გავიარე ადამიანური რესურსების მართვაში.… Continue reading 2012 overview

ყველაფერი ჩემ შესახებ

“რას აპირებ ახალ წელს?”

ეს აქტუალური შეკითხვა ძალიან ბევრს საგონებელში აგდებს. საგონებელში ჩავარდნილები კი ხვდებიან, რომ იქ არანაირი სადღესასწაულო განწყობა არ მოიპოვება და უკან უემოციოდ ბრუნდებიან. ადრეც ვწერდი, რომ არ მიყვარს სხვების მიერ დადგენილი დღესასწაულები. თითქოს სამყარო გავალდებულებს, რომ ბედნიერი და მხიარული იყო. შენც ცდილობ, ისტერიულად სახავ ათას გეგმას, რომ იმ ზემოთ დასმულ აქტუალურ შეკითხვას მაქსიმალურად მრავალფეროვნად უპასუხო. მეც… Continue reading “რას აპირებ ახალ წელს?”

დასახარისხებელი პოსტები

Wait for it

გუშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე ეს ფოტო დააშეარა. ძალიან ჩამრჩა გულში და დღეს პოსტის დაწერაც კი გადავწყვიტე. გჯერათ ამ სიტყვების? გჯერათ, რომ მართლა შეიძლება გაიცნო ისეთი ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის? ცვლილებაც არის და ცვლილებაც, ხომ შეიძლება იმაზე უარესადაც გახდე, ვიდრე მანამდე იყავი? ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ ჯობია ცუდადაც კი იყო ვიღაცის გამო, ვიდრე… Continue reading Wait for it

Busasa

ჩემი ბუ სა

დღეს დილით ბუსამ ჩემს ფეხებთან მოიკალათა და ძილის გაგრძელება დააპირა. ფეხებთან კი არა, ფეხებზე. შესაბამისად, პარალიზებულ მდგომარეობაში გავიღვიძე 🙂 მერე ავიყვანე ხელში, ლოგინში ჩავიწვინე და გაყინული თათები გავუთბე. ისიც მშვიდად კრუტუნებდა  და ხელებს მილოკავდა. როგორი ბედნიერი ვარ რომ მყავს!