დასახარისხებელი პოსტები

მეორე საუკეთესო საჩუქარი

პარასკევი საღამო იყო. მე რობოტივით, მექანიკურად ვმოქმედები. ხანდახან გამახსენდებოდა, რომ ხვალ ქორწილი მქონდა და გონებაში ხელახლა ვთვლიდი სანერვიულო თემებს: ამინდს, ორგანიზებას, იმას, ამას… ჰოდა, პარასკევ საღამოს გამახსენდა, რომ წვივსაკრავის ყიდვა დამავიწყდა. ხომ იცით წვივსაკრავი რაც არის? პატარძლებს ფეხზე რომ უკეთიათ და მერე სიძე თაიგულის მსგავსად რომ ისვრის. სულ მინდოდა ასეთი მქონოდა და დამავიწყდა. ელენეს შევჩივლე,… Continue reading მეორე საუკეთესო საჩუქარი

ყველაფერი ჩემ შესახებ

In a moment of peace

გრანდ კანალის ნაპირას ვისხედით. ფეხები წყლისკენ გვქონდა გადაყოფილი. ვენეციის ბაზარში ნაყიდ მარწყვს ვჭამდით: წითელ, ულამაზეს მარწყვებს. ძალიან გემრიელებს. სიჩუმე იყო, მარტო გონდოლებისგან აჩხრიალებული წყლის ხმა ისმოდა. მხარზე თავი დავადე და ვუთხარი: “თბილისში რომ ჩავალთ, ყველაზე დაღლილი როცა ვიქნები, ამ მომენტს გავიხსენებ.”

დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

40

მაშინ იმ მოედანს ზაარბრიუკენის კი არა, ვორონცოვის მოედანი ერქვა. მე ვარანცოვს ვეძახდი. ყოველ შაბათ-კვირას მე და დედა ვარანცოვზე მივდიოდით. ისინი მარტო ცხოვრობდნენ, უზადოდ დალაგებულ სახლში, რაც ბებიაჩემის დამსახურება იყო: მტვრის ყოველ ნაწილაკს პირად მტრად მიიჩნევდა და მანამდე არ მოისვენებდა, სანამ არ გააქრობდა. ამის გამო ხშირად ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ერთხელ, მაგალითად, ყველაზე მაღალი კარადის გადაწმენდა მოინდომა, სკამზე… Continue reading 40

დასახარისხებელი პოსტები

ბედნიერება

ბედნიერებაა, როცა სამსახურში მშობლები რიგ-რიგობით გირეკავენ და გეკითხებიან, ამ საღამოს ხომ ნამდვილად მათთან ადიხარ. ბედნიერებაა, როცა ძველ მარშრუტს დაადგები და იქაურ მეზობლებს შინაურად მიესალმები. მათაც სხვანაირად უბრწყინავთ თვალები შენს დანახვაზე. ბედნიერებაა, როცა სახლში შედიხარ და ნაცნობ სუნს გრძნობ. ბედნიერებაა, როცა დედა შენს საყვარელ საჭმელებს გახვედრებს და ვერც ამჩნევს, რომ ამდენი რამის გასინჯვა ფიზიკურად არ შეგიძლია.… Continue reading ბედნიერება

ყველაფერი ჩემ შესახებ

საუკეთესო საჩუქარი

ქორწილისთვის ბევრი მეკითხებოდა, რა გაგიხარდება, რა გინდა გაჩუქოთო. მხრებს ვიჩეჩავდი, არ ვიცი-თქო. მაგრამ, ვიცოდი. უბრალოდ, იმას ვერ მაჩუქებდნენ. ვერ ჩამოიყვანდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ქორწილისთვის საქართველოში არ იქნებოდნენ და ამ დღეს ჩემთან ერთად ვერ გაიზიარებდნენ. მარი გერმიანიაში, ანუკი ამერიკაში, სულიკო რუსეთში, ჩემები ინგლისში… ქორწილის წინა დღეა. გოგოები ჩემს ახალ სახლში ვართ, შამპანურს ვსვამთ და მე… Continue reading საუკეთესო საჩუქარი