ყველაფერი ჩემ შესახებ

საუკეთესო საჩუქარი

ქორწილისთვის ბევრი მეკითხებოდა, რა გაგიხარდება, რა გინდა გაჩუქოთო.

მხრებს ვიჩეჩავდი, არ ვიცი-თქო.

მაგრამ, ვიცოდი. უბრალოდ, იმას ვერ მაჩუქებდნენ.

ვერ ჩამოიყვანდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ქორწილისთვის საქართველოში არ იქნებოდნენ და ამ დღეს ჩემთან ერთად ვერ გაიზიარებდნენ. მარი გერმიანიაში, ანუკი ამერიკაში, სულიკო რუსეთში, ჩემები ინგლისში…

ქორწილის წინა დღეა. გოგოები ჩემს ახალ სახლში ვართ, შამპანურს ვსვამთ და მე საჩუქრებს ვხსნი. უცებ მარი დგება, ლიმონს ამოვიტან და მოვალო. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება, ლიმონი მართლაც არ იქნებოდა ურიგო.

ცოტა ხანში კარზე ზარია. ვაღებ და მარის და ჩემს  მაგისტრატურის ჯგუფელს ვხედავ. მიკვირს. ისიც მიკვირს, თუ რატომ მიღებს მარი ვიდეოს. უცებ თავში მარტყამს, რომ ეს გოგო ჩემი მაგისტრატურის ჯგუფელი კი არა ეკაა და ინგლისიდან ჩემი ქორწილისთვის ჩამოვიდა!

ეს იყო სრული ისტერიკა. სულ მინდოდა ასეთი სიხარულის გამოცდა.  როცა გავიგე, რომ თურმე ეს სიურპრიზი რამდენიმე თვე ჩუმად იგეგმებოდა, გული ძალიან ამიჩუყდა: არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენი საყვარელი ადამიანები ასე ზრუნავენ შენზე❤

ეს იყო ერთ-ერთი იმ საჩუქართაგანი, რომელიც ასე ძალიან მინდოდა რომ მიმეღო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s