დასახარისხებელი პოსტები

მეორე საუკეთესო საჩუქარი

პარასკევი საღამო იყო.

მე რობოტივით, მექანიკურად ვმოქმედები. ხანდახან გამახსენდებოდა, რომ ხვალ ქორწილი მქონდა და გონებაში ხელახლა ვთვლიდი სანერვიულო თემებს: ამინდს, ორგანიზებას, იმას, ამას…

ჰოდა, პარასკევ საღამოს გამახსენდა, რომ წვივსაკრავის ყიდვა დამავიწყდა. ხომ იცით წვივსაკრავი რაც არის? პატარძლებს ფეხზე რომ უკეთიათ და მერე სიძე თაიგულის მსგავსად რომ ისვრის. სულ მინდოდა ასეთი მქონოდა და დამავიწყდა.

ელენეს შევჩივლე, ისე გამოვშტერდი, თავიდან ამომივარდა-თქო.

ცოტა ხანში მომწერა, ახლა ვზივარ და გიკერავო❤

მეორე დღეს კაბის ჩაცმისთანავე გავიკეთე.

და არ ვისროლე, შევინახე.

ახლაც სარკესთან მიდევს და სულ იმას მახსენებს, თუ როგორ იჯდა ელენე გვიან საღამოს და როგორ კერავდა მას ჩემთვის.

ეს იყო მეორე საუკეთესო საჩუქარი, რაც კი იმ დღეს მივიღე❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s