ყველაფერი ჩემ შესახებ

Memory remains

ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს: ყველაფერს ვინახავ. “ყველაფერი” შეიძლება იყოს ქაღალდის ნაგლეჯი, კინოს ძველი ბილეთები, ტოფიტას ერთი ცალი კანფეტი, მაკდონალდსის ყავის ჯოხი, საჩუქრების ძველი ყუთები, ბლოკნოტები, პარკები და ათასი წვრილმანი რამ. ეს ერთი შეხედვით უსარგებლო და უაზრო ნივთები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, რომელიც წარსულში მაბრუნებს. წარსულში დაბრუნება კარგია, თუ ის აწმყოს… Continue reading Memory remains

ყველაფერი ჩემ შესახებ

კუნძული, რომელიც არ არსებობს

სანტა კლაუსის არარსებობა გულთან ახლოს არასდროს არ მიმიტანია. ერთი-ორჯერ მომიტანა საჩუქრები და ეგ იყო. არ არსებობდა, აბა რა… მაგრამ, გული გამისკდა როცა გავიგე, რომ თურმე სალტკროკა არ არსებობს 😦 რომ ვერასდროს, ვერასდროს ვერ წავალ შვედეთში, ვერ ჩავჯდები გემში და ვერ მივადგები სალტკროკას ნაპირს, სადაც ნისეს და მერტას მსგავსი ადამიანები დამხვდებიან, ჩორვენები ირბენენ, დურგლისეული კარმიდამოები იდგება… Continue reading კუნძული, რომელიც არ არსებობს

Busasa

ოთახში ავი ბუსაა!

რა მაგრად მესმის ახლა იმ დედების, რომლებსაც ღამე ბავშვები არ აძინებენ. მე ბუსა არ მაძინებს. ბავშვი მაინც იყოს, ასე უმოწყალოდ არ დამკბენდა. რისი ბრალია-კბილები ამოსდის, თამაშობს თუ ნაწყენია?  ხელები მაგის წვრილი კბილებისგან სულ წითლად მაქვს დაწინწკლული. ოღონდ, მარტო მარჯვენა. არ ვიცი, რა დაუშავა მარცხენა ხელმა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდად არ წყალობს 🙂 გუშინდელი ღამე გავათენეთ.… Continue reading ოთახში ავი ბუსაა!

Busasa

Busa in my life

ღამე არ მაძინებს. იკბინება და იკაწრება აივნის კარს და ფანჯრებს ვერ ვაღებ დიდი ხნით სახლიდან ვერ მივდივარ ჩემი ოთახი მუდმივარ არეულია მაინც უზომოდ მიყვარს !