დასახარისხებელი პოსტები

ზაფხული

მინდა ახალი პოსტების წერა, მაგრამ თავს ვიკავებ. არ მინდა, რომ ჩემი ლამაზი და საყვარელი ბლოგი უარყოფითი ემოციებით დავტვირთო.  დადებითი ჯერ არ ჩანს. არაუშავს, მე მოთმინების საკმაოდ დიდი უნარი მაქვს.  მშვიდად დაველოდები ამ საზიზღარი ზაფხულის გასვლას და სექტემბრიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ. რაღა დარჩა? არც არაფერი, ჩემდა სასიხარულოდ დრო უსაშველოდ სწრაფად მიქრის და აგვისტოც ძალიან მოგვიახლოვდა. შვებულებაზე… Continue reading ზაფხული

Busasa

ბუსა

პარასკევი საღამო იყო, ექვსი ივლისი. ჩემს ოთახში ვიჯექი და გრეის ანატომიას ვუყურებდი. დამირეკა, ჩამოდიო. ჩავედი. მანქანაში ჩავჯექი. უკანა სკამიდან კნავილი მომესმა. წარმოგიდგენიათ? კნავილი. გული გამიჩერდა იმის ფიქრში, თუ რას შეიძლებოდა ეკნავლა. ხელების კანკალით გავხსენი პლასტმასის გალიის კარი და აცახცახებული კნუტი გულში ჩავიკარი. ასე გავიცანი ბუსა. ბუსა ჩემი ოცნება იყო. ვინც კი მიცნობს ან არ მიცნობს… Continue reading ბუსა

as it is · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი მართვის მოწმობა

ბოლო სამი წელი მართვის მოწმობის აღებას ვგეგმავდი. ხან რამ შემიშალა ხელი, ხან–რამ. ბოლოს კი შევარჩიე ამისთვის ყველაზე არახელსაყრელი, მოუხერხებელი პერიოდი და დავიწყე თეორიისა და პრაქტიკის სწავლა. პირადი პრობლემები და აუტანელი სიცხე ხელს ერთნაირად მიშლიდა. მიჭირდა დილის შვიდ საათზე ადგომა და რვაზე უკვე გაკვეთილზე ყოფნა, გზად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ბილეთების კეთება, ღამე კი… Continue reading ჩემი მართვის მოწმობა