as it is · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩვენი ადამიანები

არა, ერთი ნახვით შეყვარების მეც არ მჯერა. ვინ იცის, რამდენ ადამიანს აუვლია ჩემთვის გვერდი ამის გამო, მაგრამ არ მჯერა და რა ვქნა? ეს პოსტიც საერთოდ სხვა რამეზეა. იმაზე, თუ როგორ ვერ ვამჩნევთ ადამიანები ჩვენ გარშემო ბედნიერებებსა და ჩვენ ადამიანებს. ცოტა ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი წუწუნებდა, საერთოდ არ მაქვს მასთან საერთო ინტერესებიო: არც საერთო ფილმები… Continue reading ჩვენი ადამიანები

as it is

წარმატებული ურთიერთობები

სოციალურ კონფლიქტებს ერთი ძალიან კარგი ლექტორი მიკითხავდა. ფრიდრიხი ერქვა. რამდენიმე წიგნი ჰქონდა ამ საკითხისთვის მიძღვნილი, თავისი სავარჯიშოებით და ამბებით. მისი ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანებს კონფლიქტის უნარი უნდა ჰქონდეთ და წარმოქმნილ დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდნენ და უკან დაიხიონ. პირიქით, კონსტრუქციულად დაამუშაონ და მისგან სამომავლო სარგებელიც მიიღონ. ერთხელ ოჯახზე ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ მალე დაოჯახების ორმოცდაათ წელს… Continue reading წარმატებული ურთიერთობები

as it is · Life

კატის ნაამბობი

მიაუ! გამარჯობა. სიამოვნებით გაგეცნობოდი, მაგრამ სახელი არ მაქვს. ეგრეა, მეტი საქმე არ აქვს ხალხს უპატრონო ცხოველებს სახელები დაგვარქვას. ჩვენ კი ვეძახით ერთმანეთს რაღაცებს, მაგრამ, აბა ეგ თქვენ რაში გარგიათ, მიაუს მეტი მაინც არაფერი არ გესმით. ჯერ მხოლოდ 1 წლის ვარ. რამდენს უდრის ეგ თქვენთან, 15 წელს მგონი, ჰო? ჰოდა, ეს 15 თუ 1 წელი სულ… Continue reading კატის ნაამბობი

as it is · პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ხელოვნური სიხარული

გუშინ საღამოს პირველად ვიგრძენი, რომ მალე ახალი წელი მოვა და ყველანი ვალდებულები  ვიქნებით ბედნიერები ვიყოთ. უბრალოდ, მოვდიოდი სამსახურიდან სახლში და ამ განათებულ ვიტრინას წავაწყდი:  არ გიფიქრიათ რომ სავალდებულო დღესასწაულები თავზე მოხვეულია? სტერეოტიპებით დახუნძლულია? არ გიგრძვნიათ არაადეკვატური განწყობა? მე ხშირად. განსაკუთრებით, ახალ წელს. თითქოს მთელი საზოგადოება ჩაგძახის, რომ უნდა გერთო! უნდა გიხაროდეს! ბედნიერი უნდა იყო! რეალურად… Continue reading ხელოვნური სიხარული

as it is · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი მართვის მოწმობა

ბოლო სამი წელი მართვის მოწმობის აღებას ვგეგმავდი. ხან რამ შემიშალა ხელი, ხან–რამ. ბოლოს კი შევარჩიე ამისთვის ყველაზე არახელსაყრელი, მოუხერხებელი პერიოდი და დავიწყე თეორიისა და პრაქტიკის სწავლა. პირადი პრობლემები და აუტანელი სიცხე ხელს ერთნაირად მიშლიდა. მიჭირდა დილის შვიდ საათზე ადგომა და რვაზე უკვე გაკვეთილზე ყოფნა, გზად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ბილეთების კეთება, ღამე კი… Continue reading ჩემი მართვის მოწმობა

as it is · Life

შენ ვერავინ შეგაჩერებს!

-შვილო, რას იტყვი, ასე, ხუთი წლის შემდეგ მაღაზიაში შეგირდად რომ აგიყვანო? -ოო, დიდი მადლობა, მისტერ სენდერსონ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რა უნდა გამოვიდე. -რაც არ უნდა გადაწყვიტო, შვილო, ყველაფერი გამოგივა. შენ ვერავინ შეგაჩერებს!

as it is

ბაბუაწვერას ღვინო

დილის ათი საათია. ჯერ არ ცხელა, მხოლოდ სასიამოვნო ნიავია. ქუჩაში რომელიღაც ხეზე რამდენიმე ჩიტი ზის და ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობენ. მაგიდაზე ვარდების თაიგული დგას, გვერდით კი ფინჯანი ყავა. ყავისა და ყვავილების სუნი ერთმანეთს ერევა და არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მომწონს. მაგიდასთან მე ვზივარ და რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოს” ვკითხულობ. ვკითხულობ და ერთი სული მაქვს,… Continue reading ბაბუაწვერას ღვინო