დასახარისხებელი პოსტები

მოტკბო პოსტი

კარგი რამეა შვებულება და სახლში კატასთან ერთად მარტო ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ქარი ქუჩებს ანგრევს და შენ ამ დროს მშვიდად ხარ მოკალათებული სავარძელში, ყავას სვამ და წიგნს კითხულობ. პერიოდულად კი გაგიელვებს ფიქრები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სახლი არც ცუდ ამინდში აქვთ და არც კარგში, ხან სიცივე აწუხებთ და ხან-სიცხე, მაგრამ ეგოისტური მყუდროება ამ აზრებს… Continue reading მოტკბო პოსტი

ყველაფერი ჩემ შესახებ

მზიანი დღეები

რამდენი კარგი რამ არის წინ! მალე დათბება და სიცივე საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. წვიმა კი წამოვა ხოლმე, მაგრამ ისეთი თბილი და სასიამოვნო იქნება, რომ ქოლგებს დავკეცავთ და თავს დასველების უფლებას მივცემთ. თქვენი არ ვიცი და მე ასე მოვიქცევი. შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა იქნება შესაძლებელი. წავიღებთ სენდვიჩებს და მწვანე მინდორში დავბანაკდებით. მივეყრდნობით ხეებს და ბევრს ვიცინებთ. ჰაერში ზაფხულის… Continue reading მზიანი დღეები

ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩუყ

ხომ არის ბანალურად ნათქვამი, გაჭირვების დროს ამოიცნობ ნამდვილ მეგობრებსო? ჰოდა, თურმე ვინც მყოლია გარშემო ყველა ნამდვილები ყოფილან! ვგრძნობდი, როგორ მედგნენ გვერდში და მარტო არ ვიყავი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მყავხართ! ჰო, მამას ამბავი კარგად დასრულდა. პრინციპში, დასასრულის დასაწყისი უფროა: ავადმყოფობის დასასრულის დასაწყისი და ველოდებით, საბოლოო ფინიშთან როდის მივალთ. ხომ ვამბობდი ყველაფერი… Continue reading ჩუყ

ყველაფერი ჩემ შესახებ

ხვალ ამ დროს

ხვალ ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იქნება. სამ საათზე მეტი ხომ არ გაგრძელდება რიგითი კარდიოლოგიური ოპერაცია? რიგითი. ძალიან ექიმივით გამომივიდა. მაგათთვის ხომ ყველაფერი რიგითია, მადლიერი პაციენტებისგან მადლობების მიღებაც და სიკვდილის დროის ნაღვლიანად დაფიქსირებაც. ჩვენთვის რიგითი არ არის. ჩემთვის და დედასთვის. მე უფრო ცივი გონებით ვუდგები, დედა-ემოციებით. მე ვცდილობ,  ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო: ხვალ, ამ დროს ყველაფერი დამთავრებული… Continue reading ხვალ ამ დროს

დასახარისხებელი პოსტები

ყველაფერი კარგადაა

კარგადაა

და კიდევ უფრო კარგად იქნება!

Image

 

მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

Кризис среднего возраста: take or toss?

“ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებთ? ვინც უყურებთ ხომ კარგი, ვინც არა და მოკლედ გეტყვით, რომ დათო გოცირიძის ცხოვრებაში შუა ხნის ასაკის კრიზისმა დაისადგურა, რომელმაც თვალი კბილის ექიმზე დაადგმევინა და ათწლიანი მშვიდი ოჯახი უკანა პლანზე გადააწევინა. ეს არის პრობლემა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს. პრობლემა, თავისი არსით, ტრაგედია არაა. ტრაგედიად შეიძლება მისდამი მიდგომა და გადაჭრის გზა იქცეს. ასეა თუ… Continue reading Кризис среднего возраста: take or toss?

დასახარისხებელი პოსტები

სამშაბათი დილა

დღეს მე და ამინდს ერთი განწყობა გვაქვს: ორშაბათი გვგონია. უფრო სწორედ, თავს ასე ვგრძნობთ. ორივეს გვეძინება, გვეზარება. მე მუქი ფერები ჩავიცვი, ამინდიც ნაცრისფერია. თან გასასვლელიც ვარ შუა დღეს სადღაც და, ეჭვი მაქვს, წვიმას გამომაყოლებს 🙂 არ გეგონოთ ეს პოსტი სევდიანი და მუქი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს ჯერ ბოლომდე არ გაუვლია, მაინც კარგად ვარ. ვართ. მე… Continue reading სამშაბათი დილა

დასახარისხებელი პოსტები

*

ისეთი დაძაბული და ანერვიულებული რომ ხარ, რომ  ბლოგზეც კი არ გინდა ამაზე წერა. რატომ უნდა გააფუჭო პოზიტიური და ლამაზი ბლოგი ნეგატიური ემოციებით? ჰოდა, რომ გაივლის ყველაფერი, მერე დავწერ. თან ვიცი, მალე გაივლის.