მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

Кризис среднего возраста: take or toss?

“ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებთ? ვინც უყურებთ ხომ კარგი, ვინც არა და მოკლედ გეტყვით, რომ დათო გოცირიძის ცხოვრებაში შუა ხნის ასაკის კრიზისმა დაისადგურა, რომელმაც თვალი კბილის ექიმზე დაადგმევინა და ათწლიანი მშვიდი ოჯახი უკანა პლანზე გადააწევინა.

ეს არის პრობლემა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს. პრობლემა, თავისი არსით, ტრაგედია არაა. ტრაგედიად შეიძლება მისდამი მიდგომა და გადაჭრის გზა იქცეს.

ასეა თუ ისე, ხალხის ნაწილმა დათო გოცირიძის პერსონაჟი მიწაში ჩადო, ნაწილმა გაუგო, ნაწილმა კი მისი ცოლი, ნინა დაადანაშაულა ამ ყველაფერში. აქაოდა, გული რომ არ უჩქარდება ქმარს შენს დანახვაზე, შენი ბრალიაო.

უნდა იგიჟოო და იცელქოო და კარგად გამოიყურებოდეო და რისკიანი იყოო და მუშაობდეო და წარმატებული იყოო და სექსუალურიო და ექსპერიმენტების არ გეშინოდესო და ლოგინშიც მაგარიო და დიასახლისიც მაგარიო და გრძნობები დააფასოო და გაუფრთხილდეო და ისაო და ესაო.

ჰოდა, სულ რომ სახე აიძროთ, თუ გვერდით ამ ყველაფრის დამნახავი და დამფასებელი ადამიანი არ გყავთ, მაინც არაფერი არ გამოგივათ.

და სწორედ ასეთ ადამიანს გისურვებთ. თორემ, შუა ხნის კრიზისი ვის არ გაუვლია და ვინ არ გაივლის, კაცო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s