ყველაფერი ჩემ შესახებ

მზიანი დღეები

რამდენი კარგი რამ არის წინ!

მალე დათბება და სიცივე საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. წვიმა კი წამოვა ხოლმე, მაგრამ ისეთი თბილი და სასიამოვნო იქნება, რომ ქოლგებს დავკეცავთ და თავს დასველების უფლებას მივცემთ. თქვენი არ ვიცი და მე ასე მოვიქცევი.

შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა იქნება შესაძლებელი. წავიღებთ სენდვიჩებს და მწვანე მინდორში დავბანაკდებით. მივეყრდნობით ხეებს და ბევრს ვიცინებთ.

ჰაერში ზაფხულის სუნი იტრიალებს. ნელ-ნელა გავშავდებით, თმები მზეზე გაგვიხუნდება და ჩვენი ტანსაცმელიც უფრო და უფრო ფერადი გახდება.

ამასობაში ჩემებიც ჩამოვლენ ინგლისიდან. ჩვენი სახლი ადამიანებით აივსება და კარი აღარ დაიკეტება. მე და ეკა ზაფხულის გეგმებს დავაწყობთ და პირობას დავდებთ, რომ წელს ყველა იმ ადგილას წავალთ, სადაც შარშან ვერ მოვახერხეთ.

მერე ანუკის ქორწილი იქნება. ჩემი გოგო გათხოვდება. ვიზაჟისტს ვთხოვ, რომ წყალგამძლე მაკიაჟი გამიკეთოს, რადგან ჯვრისწერაზე აუცილებლად ვიტირებ. ყველა ძალიან ლამაზები და ბედნიერები ვიქნებით. და ეს დღე არასდროს, არასდროს არ დაგვავიწყდება, ისევე, როგორც გიოს და თამუნას ქორწილი. ხომ არიან ადამიანები, ვიზეც უწყვეტი ჯაჭვით ხარ გადაბმული? ჰოდა, ყველა ასეთი ადამიანი იმ დღეს ერთად იქნება. როგორ არ ამიჩქროლდეს გული და როგორ არ მომაწვეს უკვე ყელში ბურთი, ბედნიერების ბურთი?

მერე რაჭაში წავალთ. უკვე ვგრძნობ ჩვენი სახლის სუნს, მესმის ჩემი ფეხის ხმა კიბეებზე და კარის ჯახუნიც კი. გამოვაღებთ ფანჯრებს, აივნის კარებს და დაე ირბინონ ციყვებმა შიგნით და გარეთ! გავიხსენებთ იმ დროს, როცა ყველა ერთად ვთამაშობდით და მდინარეზე დავდიოდით, სადარდებელი რომ არაფერი გვქონდა და თავი ასტრიდ ლინდგრენის წიგნის გმირები გვეგონა.

მერე ალექსის და ბავშვებს გადავხედავთ და მივხვდებით, რომ უკვე ძალიან დიდები ვართ. მერე რა, მე დღემდე მგონია თავი ასტრიდ ლინდგრენის წიგნების გმირი.

ხედავთ, რამდენი ბედნიერება მელოდება წინ? ეს რაც ვიცი. და რაც არ ვიცი და ისეა ჩაფიქრებული ჩემთვის?

3 thoughts on “მზიანი დღეები

  1. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტა საბავშვო წიგნში მინახავს ასეთი სხარტი დიალოგები და უფროსებისა და ბავშვებისადმი თანასწორი დამოკიდებულება; სწორედ ეს მხიბლავდა მის გმირებში ყველაზე მეტად და ირგვლივ ასეთივე ატმოსფეროს შექმნას ვცდილობდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s