ყველაფერი ჩემ შესახებ

ხვალ ამ დროს

ხვალ ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იქნება. სამ საათზე მეტი ხომ არ გაგრძელდება რიგითი კარდიოლოგიური ოპერაცია?

რიგითი.

ძალიან ექიმივით გამომივიდა. მაგათთვის ხომ ყველაფერი რიგითია, მადლიერი პაციენტებისგან მადლობების მიღებაც და სიკვდილის დროის ნაღვლიანად დაფიქსირებაც.

ჩვენთვის რიგითი არ არის. ჩემთვის და დედასთვის. მე უფრო ცივი გონებით ვუდგები, დედა-ემოციებით. მე ვცდილობ,  ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო: ხვალ, ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იქნება. დედა არ ვიცი რაზე ფიქრობს, გუშინ საღამოს იტირა. მე კი ყველაზე ცუდი თანამგრძნობი ვარ ამქვეყნად, არაფრით არ გამომდის ადამიანების დამშვიდება. არასდროს არ ვიცი, რა ვუთხრა ხოლმე. ერთადერთი, ემოცებისგან დაცლას ვაცლი ხოლმე. გუშინაც ვაცალე.

მამა ცალკე ღელავს. არც მას ამშვიდებს ამ ოპერაციის “რიგითობა” და “სიმარტივე”.

რაღა დარჩა, სადაც აქამდე მოვედით.

ხვალ ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იქნება.

და ხვალ ამ დროს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

2 thoughts on “ხვალ ამ დროს

  1. მეც მჯერა, რომ ხვალ ამ დროს ყველაფერი კარგად იქნება და შემდეგ პოსტს ძალიან გახარებული დაწერ🙂

  2. ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s