დასახარისხებელი პოსტები

Need True Blood

Addicted, obsessed… აი, ამ დღეში ვარ. ყველაფერში დამნაშავე კი სერიალია. ძირს ხოაკიტა და ჩიკიტა, მე ნამდვილ სერიალზე, true blood-ზე გიამბობთ. საერთოდ, ძალიან მიყვარს რამდენიმე სეზონისგან შემდგარი საინტერესო სერიალები. ჰაუსი დამთავრდა, supernatural 26 სექტემბერს გრძელდება, სექსი დიდ ქალაქში ხომ საერთოდ ისტორიას ჩაბარდა და მეც ახალი სერიალის ძებნა დავიწყე. სულ შემთხვევით წავაწყდი პრომოს: და წავიდა 🙂 ჩამთრევი,… Continue reading Need True Blood

პრობლემური პოსტები

მძიმე ყუთი, ზებრის კუდი და სიცოცხლე

14–15 წლის იქნება. საშუალო სიმაღლისაა. სათვალე ხან უკეთია, ხან–არა. ალბათ, თვალები აწუხებს. წელიც–ხშირად მხრებში მოხრილი დადის. იშვიათად იცინის. იცინის რა, არც კი იღიმის. სიარულის დროს სახე სულ მოღუშული და სერიოზული აქვს. მოწესრიგებულია, არც ჭუჭყიანი კეტებით გაივლის და არც დაჭმუჭნული პერანგით. მის ჩაცმულობაში დისონანსი მკვეთრ,  ფოსფორისფერ ჟილეტს შეაქვს–ხანდახან “სტაიანშიკად” მუშაობს. ეს ხანდახან. სხვა დროს კი მძიმე… Continue reading მძიმე ყუთი, ზებრის კუდი და სიცოცხლე

უნივერსიტეტი

ხარისხი

რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ხნიერი, ჭაღარა და ტანდაბალი კაცი ჩემს საზაფხულო კოშმარად იქცეოდა? როგორ დავუშვებდი, რომ ცხოვრებაში პირველად ერთ–ერთი მარტივი და საინტერესო საგანი ჩამივარდებოდა? როგორ ვიფიქრებდი, რომ მაღლივის გახურებული შენობა ჯოჯოხეთად მომევლინებოდა და ცხელ ოფლში დამწვავდა? დიახ, ეს ის არის, რაც თქვენ იფიქრეთ: საგანი ჩამივარდა. ბოლო კურსის ბოლო სემესტრში. ალტერნატივები: ან წიგნებზე (სადაა წიგნები და… Continue reading ხარისხი